მოვედით იმიტომ, რომ ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ, რათა ქვეყანა კრიზისიდან ამოვიყვანოთ

ჩვენ აქ იმისათვის არ მოვედით, რომ ისევ მალევე დავუბრუნდეთ ბოიკოტს. მოვედით იმიტომ, რომ ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ, კოლეგები დავარწმუნოთ, საერთაშორისო საზოგადოება ჩავრთოთ იმისათვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან ამოვიყვანოთ. ამიტომ, მე არ ვფიქრობ იმაზე, თუ რამ შეიძლება დაგვაბრუნოს ბოიკოტზე, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ისაუბრა შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლება აუცილებელია იმისათვის, რომ ხელმოწერილი დოკუმენტების სხვა პუნქტების შესრულება შესაძლებელი გახდეს. მისივე განმარტებით, ჯამში, ოპოზიციის ამოცანა იყო და რჩება საპარლამენტო ვადამდელი არჩევნების მიღწევა. „ამის მექანიზმად ჩვენ გვაქვს წარმატება ადგილობრივ არჩევნებში. ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას ამ საქმეების მოგვარება სჭირდება. ახლა, რაც იქნება უმოკლესი და ყველაზე ეფექტური გზა, ჩვენ იმ ნაბიჯებს გადავდგამთ. მაგალითად, გიორგი რურუასთან დაკავშირებით ასეთი უმოკლესი გზა შეთანხმებულია პრეზიდენტის შეწყალება. ამიტომ მოვედით დღეს, გავივლით რეგისტრაციას, რათა ჩვენი მხრიდან ჩვენი ვალდებულება შევასრულოთ და ამით ნაბიჯი წინ გადავდგათ. ამნისტიის საკითხებს რაც შეეხება, ამაზე მსჯელობა იქნება. გუშინ იყო სიახლე, როდესაც ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ახლა ის თანახმაა იმ ტიპის გირაოზე, რაზეც თავის დროზე ევროპელები იყვენენ თანახმა. ჩვენ ახლა უნდა გავარკვიოთ, ევროპელები ისევ მზად არიან ამისთვის თუ არა და ამ პროცესის კვალობაზე ჩვენ მივიღებთ ისეთ ზომებს, ეს იქნება ამნისტიით თუ ამნისტიის გარეშე, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანს. ჩვენ აქ იმისათვის არ მოვედით, რომ მალევე ისევ დავუბრუნდეთ ბოიკოტს. მოვედით იმიტომ, რომ ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ, კოლეგები დავარწმუნოთ, საერთაშორისო საზოგადოება ჩავრთოთ იმისათვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან ამოვიყვანოთ. ამიტომ, მე არ ვფიქრობ იმაზე, თუ რამ შეიძლება დაგვაბრუნოს ბოიკოტზე“, – აცხადებს უსუფაშვილი. გარდა ამისა, დავით უსუფაშვილმა ისაუბრა არჩილ თალაკვაძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებაც და აღნიშნა, რომ ეს შემთხვევითი არ არის. „ცხადია, უკავშირდება ამ პროცესს, მაგრამ ვალდებულება აღებულია მმართველი პარტიის მიერ და არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობაზე ახლა, სხვაგვარი ადამიანია თუ არა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის საერთაშორისო უპრეცედენტო ჩართულობა, რაც ჩვენ ვნახეთ იქნება გარანტი იმისა, რომ ყველა მხარემ, საბოლოო ჯამში, შეასრულოს ვალდებულება. ეს არ იქნება ია-ვარდით მოფენილი გზა, ამას სჭირდება შრომა, სჭირდება პრინციპული ბრძოლა, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული. დღეს, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ შევასრულოთ ჩვენი ვალდებულება პარლამენტ...
წყარო

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anuki

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 15 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 3 დღის წინ

Diko

თბილისი
  • 11 საათის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ