Bellingcat-ი: გრუ-ს ოპერაციის მიზანს ჩეხეთსა და ბულგარეთში წარმოადგენდა უკრაინის დასუსტება

2014-2015 წლებში რუსეთის სამხედრო დაზვრევის (გრუ) მიერ ჩეხეთსა და ბულგარეთში ჩატარებული ოპერაციების მიზანს, დიდი ალბათობით, წარმოადგენდა უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შეფერხება და ამ ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების დასუსტება. ასეთ დასკვნას შეიცავს ჯგუფ Bellingcat-ის ახალი გამოძიება, რომელიც რუსულ გამოცემა The Insider-თან, გერმანულ Der Spiegel-თან და ჩეხურ ჟურნალ Respekt-თან ერთად ჩატარდა. არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით Bellingcat-ი მივიდა დასკვნამდე, რომ ჩეხეთის დაბა ვრბეტიცეში საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარი აფეთქება, რომელშიც ჩეხეთის სპეცსამსახურებმა რუსეთის სამხედრო დაზვერვა დაადანაშაულეს, იარაღით მოვაჭრე ბულგარელი ემელიან გერბევის მკვლელობის მცდელობა უცნობი ტოქსინის (შესაძლოა, „ნოვიჩოკის“) გამოყენებით და ასევე 2015 წელს მომხდარი სავარუდო აფეთქებები ბულგარეთის საბრძოლო მასალების ერთ-ერთ საწყობში, - ერთმანეთთან არის კავშირში და გრუ-ს იმ ოპერაციის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავდა გაერთულებინა უკრაინისათვის იმ აუცილებელი შეიარაღების მიღებას, რომელიც კიევს სჭრდებოდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპრატისტების წინააღმდეგ თავდაცვით ბრძოლაში. გერბევი, როგორც Bellingcat-ი ამტკიცებს, უკრიანისათვის იარაღის ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელია. მისმა კომპანია ЕМСО-მ 2014-2015 წლებში უკრაინას მიაწოდა 120 და 125 მილიმეტრის კალიბრის დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალა. ამასთანავე გერბევი ამტკიცებდა, რომ ვრბეტიცეში მდებარე საწყობში არსებული საბრძოლო მასალა არ იყო განკუთვნილი უკრაინისთვის. როგორც Bellingcat-ისთვის გახდა ცნობილი, იარაღის საწყობების მმართველი ჩეხური კომპანიის დირექტორმა 2014 წელს წერილი მისწერა გერბევს და მოსთხოვა იმავე წლის 15 ოქტომბრამდე გაეტანა საწყობებიდან კომპანია ЕМСО-ს მიერ ნაყიდი საბრძოლო მასალა. კომპანიაში ასევე დაადასტურეს, რომ საბრძოლო მასალების ყიდვა სურდათ ვიღაც მესამე პირებს - შესაძლოა, სულაც რუსეთის გრუ-ს თანამშრომლებს. როგორც მიმოწერიდან ჩანს გერბევი არ აპირებდა საბრძოლო მასალის გატანას ჩეხური საწყობიდან და, შესაბამისად, არ ამზადებდა მათ უკრაინისათვის გადასაცემად. მაგრამ რუსეთის გრუ-ს, როგორც გამომძიელები ვარაუდობენ, ეს შესაძლოა არ სცოდნოდა და გადაწყვიტა საბრძოლო მასალების აფეთქება. ვრბეტიცეს საბრძოლო მასალების საწყობში 7 წლის წინ მომხდარ აფეთქებასთან რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლების კავშირის თაობაზე ჩეხეთის სპეცსამსახურების მიერ მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, ჩეხეთმა გასულ კვირაში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელს. პრაღის ამ ნაბიჯს რუსეთმა უპასუხა „ასიმეტრიულად“ და 21 აპრილს ქვეყნიდან გააძევა ჩეხეთის დიპლომატიური მისიის 20 თანამშრომელი, რის გამოც მოსკოვში საელჩოში დარჩ...
წყარო

Alena

თბილისი
  • 2 დღის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Elenica

თბილისი
  • 13 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ