ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯების მიუხედავად, „ოცნება“ შეთანხმების სათანადოდ აღსრულებას უზრუნველყოფს

დღეს საქართველოს პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი დღეა, პარლამენტის სხდომას ესწრება საპარლამენტო ოპოზიციის დამატებითი წარმომადგენლობა, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სხდომას ესწრებიან იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირის მხარდაჭერით დადებულ პოლიტიკურ შეთანხმებას. „ამ შეთანხმების მთავარი ამოცანა გახლდათ არა პარლამენტში ვინმეს შემოსვლა არ-შემოსვლა, რაც თავისთავად ბუნებრივია მნიშვნელოვანი ამოცანა და ფაქტორია, არამედ ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირება, ნაკლები დესტრუქციისა და მეტი კონტრუქციის უზრუნველყოფა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. უნდა ითქვას, რომ ეს მიზანი ჯერ კიდევ მისაღწევი რჩება. ამ ფონზე კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის სამწუხარო მოვლენა, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩამოსვლის მიუხედავად მოლაპარაკებაში ჩართულმა 4-მა პოლიტიკურმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრობამ“, „ევროპულმა საქართვლელომ“, „პატრიოტთა ალიანსმა“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ მაინც არ მოაწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებას, მეტიც, ისინი დღესაც არ შემოდიან პარლამენტში, ინარჩუნებენ კარვებს პარლამენტის შენობის წინ, გამოდიან შეთანხმების ცალკეული პუნქტების წინააღმდეგ, აგრძელებენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ აგრესიულ რიტორიკას, ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ დგამენ სხვა ნაბიჯებს შეთანხმების შინაარსისა და მისი სულისკვეთების საპირისპიროდ. ამით კიდევ ერთხელ მკაფიო ზღვარი ივლება პროდასავლურ და ანტისდასავლურ პოლიტიკურ ძალებს შორის. მიუხედავად ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ გადადგმული ამ დესტრუქციული ნაბიჯებისა, „ქართული ოცნება“ თავისი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს შეთანხმების სათანადოდ აღსრულებას. ყველას მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა არ შეიძლება იყოს მხოლოდ მმართველი პარტიის საზრუნავი და სუბიექტური ინტერესი, ამით უნდა იყოს დაინტერესებული ყველა პოლიტიკური პარტია, შესაბამისად, პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირების საქმეში თითოეულ პარტიასა და თითოეულ პარლამენტის წევრს თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება. მინდა მადლობა გადავუხადო არჩილ თალაკვაძეს პოლიტიკურ მოლაპრაკებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და რაც მთვარია, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე გაწეული საქმიანობისთვის“,- განაცხადა კობახიძემ....
წყარო

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 9 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 13 საათის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 1 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 10 საათის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ