ოპოზიცია აცხადებს, რომ დღეს იწყება "შარლ მიშელის შეთანხმების" შესრულება

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში მისული ოპოზიციონერი დეპუტატები, რომელთაც ბოიკოტი შეწყვიტეს და საპარლამენტო საქმიანობას იწყებენ, აცხადებენ, რომ დღეს პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისაკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. სხდომის დაწყებამდე მათ გამართეს ერთობლივი ბრიფინგი, რომელზეც აღნიშნეს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ მომზადებული დოკუმენტის იმპლემენტაციის ხელშეწყობა მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. პარლამენტის არჩეული დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეთახმების იმპლემენტაციის დაწყებით ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება: „დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გადაიშლება ახალი ფურცელი იმ შეთანხმების იმპლემენტაციის დაწყებით, რომელიც მიღწეულ იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის უშუალო თანამონაწილეობით. უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა, უნდა აღვუდგინოთ ხალხს უფლება, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. три „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის პარლამენტში შესვლის პირველი დღე საპატიმროდან ერთი ადამიანის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, გიორგი რურუას გათავისუფლებით დასრულდება და ოპოზიცია დღესვე დაიწყებს იმაზე ზრუნვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიაც გათავისუფლეს პატიმრობიდან. დეპუტატმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ამოცანაა ასევე შარლ მიშელის დოკუმენტის სრული იმპლემენტაცია და ადგილობრივი არჩევნების ისე ჩატარება, რომ 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს: „ამისთვის კატეგორიულად აუცილებელია, რომ ყველა პუნქტი, რაც არის გათვალისწინებული პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, სრულფასოვნად განხორციელდეს. გამოვიდნენ დაუყოვნებლივ რურუა და შემდგომ მელია საპატიმროდან და ჩვენ დავიწყოთ მომზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის. მოვახდინოთ სრული განახლება საარჩევნო ადმინისტრაციის, სრული განახლება საარჩევნო კანონმდებლობის და ასევე ის მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა განვახორციელოთ, რომლებიც ეხება მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციას, სასამართლოს გათავისუფლებას კლანიდან. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. პარლამენტში მისულმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დიდი ნაბიჯი გადაიდგა პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ, თუმცა, კრიზისი ჯერ დასრულებული არ არის. ვაშაძის თქმით, პოლიტიკური კრიზისი დასრულდება მას შემდეგ, რაც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და პარლამენტი მიიღებს საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებს: „და, რაც მთავარია, ოქტომბერში საქართველოში ტარდება რეფერენდუმი. ამ რეფერენდუმით...
წყარო

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 10 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 10 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 5 დღის წინ