მესტიის მუნიციპალიტეტში მეწყერი გააქტიურდა

12 ოჯახია გარესამყაროს მოწყვეტილი მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში, სადაც მეწყერი ჩამოწვა. მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს: „ადგილზე ყველანი კარგად არიან, მაგრამ გზა არ არის მათთან მისასვლელი. ამ ეტაპისთვის ნორმალურად მიდის ყველაფერი. შუადღისთვის ჩამოვლენ გეოლოგები. ამის მერე დაიგეგმება კაპიტალური ღონისძიებები, რაც უნდა გაკეთდეს“. მერის თანახმად, მეწყრული პროცესები მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი კვირაა გააქტიურდა წვიმისა და თოვლის დნობის შედეგად. დღეს დილით ცნობილი გახდა ისიც, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაბეშში რამდენიმე ოჯახმა საცხოვრებელი დროებით დატოვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჟაბეშში მაშველთა ჯგუფი გაიგზავნა მას შემდეგ, რაც მიიღეს შეტყობინება ღელეს ადიდების შესახებ. ამ სამსახურის თანახმად, უსაფრთხოების მიზნით, ღელეს მიმდებარე რამდენიმე სახლის მცხოვრებნი დროებით გადავიდნენ ალტერნატიულ საცხოვრებელში. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, „დილით ხილვადობის აღდგენისთანავე, 5 კაციანი სამაშველო ჯგუფის მიერ მოხდა ღელის სათავეში არსებული სიტუაციის გადამოწმება. პარალელურად, სოფელ ჟაბეში მიმდინარეობდა მძიმე ტექნიკის მიერ ღელეს კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება“. გადაუღებელი წვიმის შედეგად სოფელ ჟაბეშში ადიდებულმა ღელემ რამდენიმე დღის წინ დააზიანა შიდა გზები და ხიდი. ...
წყარო

Luba

თბილისი
  • 16 საათის წინ

Mako

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 22 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 2 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 13 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 3 თვის წინ