თურქეთში სრული "ლოკდაუნი" ცხადდება

თურქეთის მთავრობამ სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადება გადაწყვიტა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო. მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ, პრეზიდენტმა ერდოანმა თურქეთის მოქალაქეებს ტელევიზიით მიმართა და აცნობა, რომ ქვეყანა მთლიანად დაიკეტება 29 აპრილიდან 17 მაისამდე. სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ამ პერიოდში დახურული იქნება სკოლები, სავაჭრო ობიექტები არ იმუშავებენ კვირას, დანარჩენ დღეებში კი მხოლოდ გარკვეულ საათებში. ქალაქებს შორის მგზავრობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური ნებართვით. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ინფიცირების დღიურ მაჩვენებელს რაც შეიძლება სწრაფად ვერ ჩამოიყვანენ 5 ათასზე ქვემოთ, ქვეყნის ყველა სფეროს - ტურიზმიდან განათლებამდე - სერიოზული პრობლემები ელოდება. აპრილის დასაწყისიდან, თურქეთში ყოველდღიურად, 40 ათასიდან 60 ათასამდე მერყეობს კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი. ეს მაჩვენებელი მხოლოდ ბოლო ორი დღეა 40 ათასს ჩამოსცდა. ეპიდემიის განმავლობაში თურქეთში დაინფიცირდა 4.6 მილიონზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 38 700-ს აჭარბებს. ...
წყარო

Nitaa

თბილისი
  • 3 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 16 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 7 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 16 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 11 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 2 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ