ბრიტანეთმა მაგნიტსკის საქმეზე რუსეთის 14 მოქალაქეს დაუწესა სანქციები

26 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის იმ 14 მოქალაქეს დაუწესა სანქციები, რომლებსაც კავშირი აქვთ მოსკოვის საპატიმროში იურისტ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილთან და რუსეთის ბიუჯეტიდან 230 მილიონი დოლარის გაფლაგვის საქმესთან, რასაც მაგნიტსკი იძიებდა. სანქციების დაწესება მოხდა აშშ-ის მიერ შემუშავებული „მაგნიტსკის აქტის“ ბრიტანული ანალოგიით 2018 წელს მიღებული ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონით, რომელიც ძალაში შევიდა ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შემდეგ. სანქციების სია გამოქვეყნებულია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე. რუსეთის 14 მოქალაქის გარდა, ბრიტანული სანქციები ვრცელდება ასევე ჰონდურასის, ნიკარაგუის, გვატემალისა და არაბთა გაერთიანებული საამირებოს წარმომადგენლებზე, ჯამში სულ 22 ადამიანზე, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ფულის გათეთრებასა და კორუფციაში. რუსეთის მოქალაქეთაგან ბრიტანულ სიაში მოხვდნენ მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგადასახადო დანაშაულის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე, არტიომ კუზნეცოვი, მოსკოვის საფინანსო ინსპექციის ყოფილი უფროსი, ოლგა სტეპანოვა, მოსკოვის პროკურატურის ყოფილი გამომძიებელი სტანისლავ გორდიევსკი და სხვები. სანქციები ითვალისწინებს შესაბამის პირთა დიდ ბრიტანეთში შესვლის აკრძალვას და მათი აქტივების გაყინვას. აშშ-მა 2012 წელს მიიღო „მაგნიტსკის აქტი“, რომლითაც სანქციები დაუწესდა რუსეთის მრავალ ოფიციალურ პირს. 2016 წელს ეს აქტი გაფართოვდა და გავრცელდა სხვა ქვეყნებზეც. მისი სახელი უკავშირდება რუს იურისტ სერგეი მაგნიტსკის, რომელიც 2009 წელს გარდაიცვალა მოსკოვის საპატიმროში მას შემდეგ, რაც მან რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და ხელისუფლებას ბრალი დასდო სახელმწიფოსგან 230 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის მითვისებაში თაღლითური სქემის მეშვეობით. ...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 3 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 13 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 10 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 16 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ