NGO-ები: ჰომოფობიური ძალადობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა

ლგბტქ ადამიანთა უფლებების დამცავი 6 არასამთავრობო ორგანიზაცია ბოლო დროს ქვეყანაში ჰომოფობიური ძალადობის გაძლიერების ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას და სახელმწიფოს ამ მიმართულებით არსებული პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს. განცხადებაში აღწერილია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 2021 წლის 20 და 24 აპრილს მომხდარი შემთხვევები, რომელთა საფუძველზეც ორგანიზაციები შენიშნავენ, რომ ჰომოფობიური ძალადობა და მასთან ბრძოლა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში. განცხადების ხელისმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მიერ გატარდა მთელი რიგი პოზიტიური ღონისძიებები, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების მონიტორინგისა და პოლიტიკის კოორდინირების მიზნით, სახელმწიფოს რეაგირება ამგვარი ძალადობის და მიუღებლობის პრაქტიკების მიმართ კვლავ ფრაგმენტული და სუსტად კოორდინირებული ჩანს. „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი პრევენცია პოლიციისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სუსტია ამგვარი ძალადობის მსხვერპლების მხარდაჭერის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები. სახელმწიფოს თითქმის არ აქვს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისთვის ბრალდებული პირების რესოციალიზაციისა და ტრანსფორმაციის ქმედითი პოლიტიკა. ლგბტი ადამიანების ნდობა პოლიციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ კვლავ დაბალია[3], რაც გარდა იმისა, რომ მიმდინარე რეფორმებს რეალური სოციალური გავლენის არ არსებობის პრობლემას აჩვენებს, ის ლგბტი ადამიანების ყოფის სიმძიმეს და ძალადობის მიმართ დაუცველობას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების თანახმად, სახელწიფოს პოლიტიკა ჰომოფობიას და ტრანსფობიას, ისევე, როგორც გენდერულ უთანასწორობას, დღემდე არ იაზრებს სისტემურ და სტრუქტურულ პრობლემად, რის გამოც ჰომოფობიის წარმოჩენა ხდება მხოლოდ ინდივიდუალურ საკითხად და, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ჰომოფობიასთან ბრძოლის წინააღმდეგ დასახულ მთავარ სტრატეგიად კვლავ მის ინდივიდუალურ გამოვლინებებზე შერჩევითი სადამსჯელო პასუხი რჩება. ამავე განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მესამე პირთა მხრიდან ჰომოფობიური ძალადობისა და თავდასხმის ტენდენციამ იკლო, ის არ ასახავს ლგბტქ ადამიანთა ყოველდღიურ რეალობას და მეტწილად დაკავშირებულია პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან და ამ კრიზისის მართვისას მთავრობის მიერ შემოღებულ შეზღუდვებთან. განცხადების ხელისმომწერი ორგანიზაციები შესაბამის პასუხისმგებელ ორგანოებს შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავენ: შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას ორივე საქმესთან დაკავშირებით, წარმართოს დროული და ეფექტიანი გამოძიება, და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რომელიც უზრუნვე...
წყარო

Anka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 10 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 9 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 17 საათის წინ

Elza

თბილისი
  • 17 საათის წინ

Sofia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ