პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს

საქართველოს პარლამენტმა 86 ხმით 6-ის წინააღმდეგ თავმჯდომარედ აირჩია კახა კუჭავა. მის კანდიდატურას ოპოზიციიდან მხარდაჭერა გამოუცხადეს „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“. მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევამდე კახა კუჭავას ეკავა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. ის ვიცე-სპიკერი იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც. კახა კუჭავა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და პარტიის საერთაშორისო მდივანია. კენჭისყრამდე პარლამენტის წინაშე გამოსვლისას კახა კუჭავამ განაცხადა, რომ უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას და ხელს შეუწყობს დემოკრატიულ პროცესებს: „დროა გადავდგათ ნაბიჯები ერთმანეთისკენ, კომპრომისებისა და დათმობის გზით, რისკენაც მოგვიწოდებს ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მეგობრები და საერთაშორისო პარტნიორები“. კახა კუჭავამ სიმბოლური უწოდა, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევა დაემთხვა დღეს, როცა „რამდენიმეთვიანი ხელოვნური შეფერხების შემდეგ“ საპარლამენტო საქმიანობას შეუერთდა კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია, და იმედი გამოთქვა, რომ ამას გააკეთებენ სხვებიც: „მე მტკიცედ მჯერა, იმისათვის რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს და გავაერთიანოთ საქართველო, ჩვენ ჯერ უნდა გავერთიანდეთ აქ, პარლამენტში. ეს სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს საერთო მომავალს“. ასევე ნახეთ ოპოზიცია აცხადებს, რომ დღეს იწყება "შარლ მიშელის შეთანხმების" შესრულება კახა კუჭავამ ილაპარაკა 2024 წელს, ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენისთვის მზადებაზე და თქვა, რომ ერთად უნდა გაამყარონ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა, რომ საქართველო ყოველთვის იქნება არჩეული კურსის ერთგული და მუდამ იქნება დასავლეთისთვის სტაბილური დასაყრდენი რეგიონში. კუჭავამ მთავარი საზრუნავი უწოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რომელსაც, მისი თქმით, ასევე, სჭირდება ერთობლივი ძალისხმევა ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებით. მან ილაპარაკა პანდემიით გამოწვეული სირთულეების და ეკონომიკური პრობლემების დაძლევის პრიორიტეტულობაზეც, რისთვისაც აუცილებელია კონსენსუსი და „ქვეყნის ინტერესებით გაჯერებული, მიზნობრივი კონსოლიდირებული გეგმა“. კახა კუჭავას განცხადებით, სრულფასოვანი და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად აუცილებელია პოლარიზაციის დაძლევა და 19 აპრილის შეთანხმების სწრაფად და სრულფასოვნად შესრულება, რაც ოპოზიციისა და მმართველი გუნდის საერთო პოლიტიკური პასუხისმგებლობაა და ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, აიღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დაუყოვნებლივ განხორციელდეს 19 აპრილის შეთანხმება, პარლამენტში დაცული იყოს ძალთა ბალანსი, გადანაწილდეს კომიტეტები და მოხდეს პასუხისმგებლობის გაზიარება იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება. კუჭავა აუცილებ...
წყარო

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 4 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 6 დღის წინ