სასამართლომ არ დაუშვა კარტოგრაფების საქმეზე მოწმეთა სიაში ელენე ხოშტარიას დამატება

საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე მოსამართლე დალი მეტრეველმა არ დააკმაყოფილა ბრალდებულების დაცვის მხარის შუამდგომლობა, დამატებოდა მოწმეთა სიას ელენე ხოშტარია, რომელმაც ამ საქმის მნიშვნელოვან მოწმეზე, დავით ხიდაშელზე 26 მარტს გამოაქვეყნა საგამოძიებო ვიდეო. საგამოძიებო ვიდეოს მტკიცებულებად დართვის და ელენე ხოშტარიას მოწმეთა სიაში დამატების შესახებ შუამდგომლობით ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატებმა სასამართლოს 29 მარტს მიმართეს. პროკურატურამ ელენე ხოშტარიას შესაძლო მოწმედ განხილვისას გაიხსენა, რომ ის იყო ერთ-ერთი იმ პირთა შორის, რომელიც მზად იყო თავდებობა გაეწია ბრალდებულებისთვის, თუ ისინი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდებოდნენ. სასამართლომ თავდებობა არასაკმარისად მიიჩნია და ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პროკურატურის ამგვარი მსჯელობა არალოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არსებული მოწმეთა მნიშვნელოვანი ნაწილი მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირები არიან, რომლებიც გამოძიების პარალელურად ღიად აკეთებდნენ ამ საქმეზე განცხადებებს და საჯაროდ ამჟღავნებდნენ თავიანთ დამოკიდებულებას საქმისა და ბრალდებულების მიმართ. ასევე ნახეთ კარტოგრაფების ადვოკატები მოწმეთა სიაში ელენე ხოშტარიას დამატებას ითხოვენ დღესვე სასამართლო სხდომაზე დასაკითხად გამოცხადდა პირველი მოწმე - ლევან ჯღარკავა, რომელიც საზღვრის დამდგენ კომისიაში მუშაობდა 2006-2007 წლებში. სასამართლო პროცესამდე უცნობი იყო, რომელ ან რამდენ მოწმეს დაიბარებდა გამოკითხვაზე დღეს სახელმწიფო ბრალდების მხარე. კარტოგრაფების საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 14 მაისს არის ჩანიშნული. ასევე ნახეთ „კარტოგრაფების საქმე“ სტრასბურგში გაიგზავნა ...
წყარო

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 15 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 18 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 2 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 10 თვის წინ