ჰასან როჰანიმ განკარგულება გასცა, გამოიძიონ გაჟონილ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებული "შეთქმულება"

ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ განკარგულება გასცა, გამოიძიონ „შეთქმულება“ გაჟონილ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი ამბობს, რომ არმიას და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ძალზე დიდი გავლენა აქვთ დიპლომატიაზე. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განკარგულება გასცა, გამოიძიონ, ვინ გაასაჯაროვა „მოპარული“ სამსაათიანი ჩანაწერი, განაცხადა 27 აპრილს მთავრობის პრესსპიკერმა ალი რაბიეიმ. ზარიფის კომენტარებმა, რომელთაც შეიცავს აუდიოჩანაწერი, მწვავე კრიტიკა გამოიწვია კონსერვატიული მედიისა და პოლიტიკოსების მხრიდან. აუდიოჩანაწერი 25 აპრილს გამოაქვეყნა სპარსულენოვანმა საინფორმაციო არხმა, რომელსაც ლონდონში უდევს ბინა. სხვათა შორის, ჩანაწერში ზარიფი ჩივის აწ გარდაცვლილი გენერლის, ყასემ სოლეიმანის დიდ გავლენაზე საგარეო პოლიტიკაში. სოლეიმანი აშშ-ის დრონით იქნა მოკლული ბაღდადში 2020 წლის იანვარში, რის შედეგადაც ირანი და აშშ ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. „დოკუმენტების ეს ქურდობა შეთქმულებაა მთავრობის, სისტემის, ქმედითი ადგილობრივი ინსტიტუტების სანდოობის, ასევე ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, განუცხადა რაბიეიმ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ როჰანიმ „დაზვერვის სამინისტროს დაავალა, დაადგინოს ამ შეთქმულებაში მონაწილეები“. გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აუდიოჩანაწერს „შერჩეული“ და რედაქტირებული უწოდა და თქვა, რომ ის წარმოადგენს მხოლოდ მონაკვეთს შვიდსაათიანი ინტერვიუსი, რომელიც „კერძო მოსაზრებებს“ შეიცავს. თავად ზარიფს კომენტარი არ გაუკეთებია ამ ინციდენტზე. ...
წყარო

Eva

თბილისი
  • 14 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 16 საათის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ