ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული

სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება არ იქნება ამნისტირებული, შესაბამისად, არ იქნებიან ამნისტირებული უშუალოდ ასეთი ბრძანების მიმცემები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „ქართული ოცნების“ ამნისტიის პროექტი კეტავს თუ არა შესაძლებლობას, რომ თუკი მომავალში გამოვლინდება 20 ივნისთან დაკავშირებით მაღალი თანამდებობის პირთა დანაშაული, ეს იქნას გამოძიებული და დამნაშავე პირები დაისაჯონ. როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, ამნისტიის პროექტი ევროპული კონვენციის მუხლებით არის შეზღუდული და არ ვრცელდება ისეთ დანაშაულებზე, როგორიც არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება. „პირობითად რომ ვთქვათ, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება კონკრეტულ ადამიანს ესროლე და ა.შ. ეს გადის ამ მუხლში (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება). თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ იყო გაცემული ზოგადი ბრძანება, კანონებს გარეთ გასული დემონსტრაცია უნდა შეწყვეტილიყო, ამას არ ეხება ეს მუხლი და ეს არ არის იმ სიმძიმის დანაშაული, როგორიც მაგალითად ნიკა მელიას დანაშაული, ასე შევხედოთ, რომ ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული,”- განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, მტკიცება თითქოს შარლ მიშელის დოკუმენტი გულისხმობს, რომ ამნისტია მხოლოდ მიმდინარე საქმეებს შეეხოს, არის მანიპულაცია და ტყუილი. „მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ვერ ვთანხმდებით მთავარ საკითხში – ამნისტია უნდა იყოს თუ არა გვერდის გადაფურცვლა. ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო სულისკვეთება შარლ მიშელის დოკუმენტის მთლიანად და მათ შორის, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ამ სულისკვეთებით ამოვდივართ, როცა ვსაუბრობთ ამნისტიაზე და ჩვენი პროექტი სწორედ ასეთია, რომ ეს იყოს ამ საკითხის დახურვა, გარდა ისეთი დანაშაულისა, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებიდან გამომდინარე ვერ იქნება ამნისტიის ნაწილი, როგორიც არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება. რაც შეეხება საკითხს, შეეხოს თუ არა მხოლოდ მიმდინარე საქმეებს, თუ იყოს ზოგადი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ის მტკიცება თითქოს შარლ მიშელის დოკუმენტი გულისხმობს, რომ ეს მხოლოდ მიმდინარე საქმეებს შეეხოს, არის მანიპულაცია და ტყუილი,”- განაცხადა პაპუაშვილმა....
წყარო

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 11 წუთის წინ

Lala

ქუთაისი
  • 2 დღის წინ

Diko

თბილისი
  • 22 საათის წინ

Mariko

თბილისი
  • 15 დღის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ