საკმაოდ მაღალი აქტიურობაა, ამ დროისთვის ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე 6705 ადამიანი დარეგისტრირდა

ამ დროისთვის ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე 6705 ადამიანი დარეგისტრირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, პირველ ეტაპზე ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის გავლა 50 ათას ადამიანს შეუძლია. „დღეს დილისთვის იყო 6705 ჯავშანი. ჩვენ 100 ათასი დოზა გვაქვს, რომელიც ორჯერადად უნდა გაკეთდეს. 50 ათას ადამიანს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია. პორტალი 15 მაისამდე იყო ჩაკეტილი, დღეს გადაწყდება რომელ რიცხვამდე გავხსნით, ვიმსჯელებთ როგორ გავაფართოვოთ ხელმისაწვდომობა“,-აცხადებს გამყრელიძე. მისივე თქმით, ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე აქტიურობა მაღალია. „საკმაოდ მაღალია აქტიურობა, 6705 დარეგისტრირებული ერთბაშად არ არის პატარა. ჯერ კიდევ ნაკლები აქვს ხალხს ინფორმაცია. ამ ეტაპზე, თავისუფლად შეიძლება 50 ათასი ადამიანის დარეგისტრირება“, -აცხადებს გამყრელიძე. ცნობისთვის, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის ჩინური ვაქცინით, “სინოფარმით” აცრაზე რეგისტრაციის პორტალი 27 აპრილიდან გაიხსნა. ამ დროისთვის პორტალის –https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/register თანახმად, თბილისში ჩინურ ვაქცინაზე “სინოფარმზე” სარეგისტრაციო ადგილები...
წყარო

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 6 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 16 საათის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 10 საათის წინ

Milana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Нора

თელავი
  • 8 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ