ბათუმის ბულვარის კონსერვაციისა და განაშენიანების გეგმის საზოგადოებრივი განხილვა ჩაიშალა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარის კონსერვაციისა და განაშენიანების გეგმის საზოგადოებრივი განხილვა ჩაიშალა საპროტესტო აქციის გამო, რომელიც ბულვარში სხვადასხვა კომერციული დაწესებულების მეპატრონეებმა მოაწყვეს. ბათუმში „ჩართულობის ცენტრში" დაგეგმილ დოკუმენტის საჯარო განხილვაზე, მოწვეულნი იყვნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ბულვარის დამცველები, აქტივისტები, რომლებიც წლების განმავლობაში ისტორიული ძეგლის დამცავი დოკუმენტის შექმნას ითხოვდნენ. დოკუმენტის შექმნის ინიციატორს, ბულვარის ყოფილ დირექტორს ირაკლი ჯინჭარაძეს, „ჩართულობის ცენტრის" ოფისის წინ აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ 140 წლის ზღვისპირა პარკში მათ რესტორნებისა და კლუბებს აიღებენ, როცა დოკუმენტი ძალაში შევა: „ბულვარში უნდა იყოს კაფეც, რესტორანიც, ბაზრობაც და ყველაფერი, რაც ადამიანებს შემოსავალს მოუტანს“ - აცხადებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ბათუმის ბულვარის დამცველები კი მიიჩნევენ, რომ ეს პროვოკაცია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ იყო დაგეგმილი, რადგან მათ არ უნდათ ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცება ამ სახით, რომელიც იერსახეს შეუნარჩუნებს და დაიცავს პარკს. აქციის მონაწილეების ხმაურის გამო ბულვარში საჯარო განხილვა ჩაიშალა. ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს. შპს „ბაუ დიზაინი“ რომელმაც ბულვარის კონსერვაციისა და განაშენიანების გეგმა მოამზადა, 28 აპრილს, 16:00 საათზე, სასტუმრო რედისონში საჯარო განხილვას გამართავს. ...
წყარო

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 7 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 4 დღის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 5 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 6 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 16 საათის წინ