„რიონის ხეობის მცველები“ 23 მაისის აქციისთვის მხარადამჭერებს რეგისტრაციისკენ მოუწოდებენ

თბილისში 23 მაისს მასშტაბური აქციის გამართვისთვის ემზადებიან „რიონის ხეობის მცველები“ და მხარდამჭერებს ონლაინრეგისტრაციის გავლისკენ მოუწოდებენ. აქტივისტებმა შეადგინეს კითხვარი, რომლის მიზანად ასახელებენ მათსა და პროტესტის მხარდამჭერებს შორის სწორი და პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას. „არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით, მიუთითეთ აქტურლური ინფორმაცია ამ მომენტისთვის. გთხოვთ, შეავსოთ და გაუზიაროთ მეგობრებს“, - წერია ვიდეომიმართვის სტატუსში, რომელიც 27 აპრილს გავრცელდა. три ვიდეომიმართვაში მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენელი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ სპეციალური კითხვარი შეიქმნა მისამარზე bit.ly/namokhvani რომელიც 23 მაისის აქციის სწორად დაგეგმვისთვისაა საჭირო. გოლეთიანი ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ კითხვარის შევსებისას მხარდამჭერმა უნდა მიუთითოს ტელეფონის ნომერი, რომელიც საჭიროა მასთან უშულო კომუნიკაციისთვის: „ეს უმნიშვნელოვანესია, რათა ყველა აქტუალური საკითხი გაგაცნოთ პირდაპირი კომუნიკაციით, რითაც ჩვენ შევძლებთ, ბევრი ადამიანი უშუალოდ ჩავერთოთ დაგეგმვის პროცესში ვიდრე მივალთ 23 მაისამდე. ამიტომ გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი და გააზიაროთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩაერთოს პროცესში“- აცხადებს გოლეთიანი. მისამარზე bit.ly/namokhvani მოცემულია რამდენიმე ველი, რომელშიც მსურველმა უნდა შეიტანოს სახელი, გვარი, სქესი, ქალაქი, მობილური სნომერი, ასაკი, საქმიანობის სფერო და ელექტრონული ფოსტა. „რიონის ხეობის მცველები“ აცხადებენ, რომ 23 მაისამდე აქციები სოფელ გუმათში გაგრძელდება, და პარალელურად სხვადასხვა ადგილზე დაიგეგმება. 28 აპრილს „რიონის ხეობის მცველები“ და მათი მხარდამჭერები, წყალტუბოს სასამართლოსთან გამართავენ აქციას იმ დროს, როდესაც სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანია „ენკა რინიოუბლზის“ წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, რომელიც კომპანიის წინააღმდეგ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ეხება. ოქმი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექტირების შედეგია, რა დროსაც დადგინდა რომ კომპანიას არ აქვს შესრულებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული 15 პირობა. თითქმის 6-თვიანი პროტესტის შემდეგ, 24 აპრილს საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული განცხადება გამოაქვეყნა. აქციის ორგანიზატორებმა განცხადების შინაარსი გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს სრულ იგნორირებას უკეთებს. რიონის ხეობის მცველები უკვე თითქმის ხუთი თვეა აპროტესტებენ რიონის ხეობაში დაგეგმილი 433 მეგავატი სიმძლავრის „ნამახვანჰესის“ აშენებას. ...
წყარო

Qeti

თბილისი
  • 2 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 13 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ