“ეგება ერთად მოვძებნოთ რაღაცა გამოსავალი”

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს დღეს ციხეში მისი უკვე ყოფილი თანაგუნდელი, სალომე სამადაშვილი შეხვდება. დეპუტატი რუსთავის # 12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე მივიდა. სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ ნიკა მელია აღდგომის დღესასწაულს სახლში შეხვდება. “იმის გათვალისწინებით, რომ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრია ქვეყანაში ჩამოსული, ნიკას სასამართლოა და შესაძლებლობები არის რომ ვისაუბროთ. გადავწყვიტე, რომ უმჯობესია მას შევხვდე და ერთად განვიხილოთ, რა შესაძლებლობები არსებობს მისი თვალთახედვიდან. გავუზიარო რა ვითარებაა, როგორი განწყობა გამოიკვეთა პარლამენტში შესული დეპუტატების მხრიდან, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით და ეგება ერთად მოვძებნოთ რაღაცა გამოსავალი,” – აცხადებს სალომე სამადაშვილი. ენმ-ს პატიმრობაში მყოფ თავმჯდომარესთან საუბრის მთავარი თემა მისი საპყრობილიდან გამოსვლის გზები იქნება, როგორც ცნობილია ნიკა მელია უარს ამბობს, როგორც შეთანხმების დოკუმენტით შეთავაზებულ ამნისტიაზე, ასევე გირაოს გადახდაზეც. ნიკა მელიას თქმით, მას არ სურს, რომ ამნისტია 20 ივნისის მოვლენებში მონაწილე იმ პირებსაც შეეხოთ, რომელთა ქმედებების შედეგადაც ადამიანები დასახიჩრდნენ. თუმცა ნიკა მელიას განცხადებით, მსგავსი ამნისტიის თავიდან აცილების მიზნით, ის მზადაა კომპრომისზე წავიდეს და დათანხმდეს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას. ნიკა მელიასთან შეხვედრისას საუბარი სავარაუდოდ შეეხება სალომე სამადაშვილის სამომავლო გეგმებსაც. ჯერ კიდევ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ის პარტიას მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ ოფიციალურად დატოვებს....
წყარო

Sofia27

თბილისი
  • 10 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 4 საათის წინ

Rita

თბილისი
  • 18 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 18 საათის წინ

Elenica

თბილისი
  • 13 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 10 თვის წინ