კობახიძე: მელიას ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს ციხიდან, მაგრამ ვერ გამოეტია ციხის კარებიდან

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დეპუტატი ირაკლი 20-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონპროექტებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გადასაწყვეტია, კანონის მიღების შემდეგ დატოვებს თუ არა საპატიმროს და შევა თუ არა პარლამენტში. „გვესმის მუდმივად საუბარი იმაზე, რომ მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია არ სურს. ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს ციხიდან, მაგრამ ვერ გამოეტია ციხის კარებიდან. რაც შეეხება გირაოს და ამნისტიას და განსაკუთრებით ამნისტიას - ორივესთან დაკავშირებით ეს არის მელიას გადასაწყვეტი. მელიას შეუძლია მიიღოს ამნისტიის კანონი და შეუძლია არ მიიღოს ამნისტიის კანონი. ეს შესაძლებლობაც არის ასახული ამნისტიის შესახებ კანონში... ჩვენ მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, შეუძლია შემოვიდეს, შეუძლია არ შემოვიდეს პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან კომენტარში. მისი შეფასებით, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მიერ ამნისტიის შესახებ მომზადებულ კანონპროექტებში პრინციპული განსხვავება არ არის და, შესაბამისად, შესაძლებელი იყო ერთ კანონპროექტზე შეჯერებაც: „ერთიც და მეორეც ითვალისწინებს რეალურად ყველა იმ საქმის ამნისტირებას, რომელიც დაკავშირებულია 20 ივნისის პოლიტიკურ მოვლენებთან. და ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენს კანონროექტშიც და მათ კანონპროექტშიც უზრუნველყოფლია ის, რომ ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებმაც განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების დანაშაული ჩაიდინეს. ეს არის ძალიან მარტივი. შესაბამისად, პრინციპული არანაირი სხვაობა არ არის ორ კანონპროექტს შორის. თუ არის მიზანი, რომ მაინცდამაინც ორი იყოს კანონპროექტი, ეს მათი არჩევანია, თუმცა რეალურად შეიძლებოდა თავისუფლად ერთი კანონპროექტის ინიცირება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს ამნისტიის შესახებ იმ კანონპროექტს, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის მედიატორობით მომზადებულ და ხელმოწერილ დოკუმენტთან, ეს ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა იქნება. ასევე ნახეთ 20 ივნისის ამნისტიის დილემა - 2 პროექტი "ოცნების" უპირატესობით 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტის პრინციპებზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ პარლამენტს განსახილველად 2 კანონპროექტი წარედგინება. „ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი გუშინ, 27 აპრილს დაარეგისტრირა. კანონპროექტის საკუთარ ვერსიას დღეს, 28 აპრილს დაარეგისტრირებს ოპოზიციაც. ოპოზიციის მოთხოვნით, ამნისტირებული უნდა იქნას ის მუხლები, რა მუხლებითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, ერთი მხრივ, 19-21 ივნისის საპროტესტო აქ...
წყარო

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 14 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 2 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ