ევროპელმა პარლამენტარებმა დაამტკიცეს ბრექსიტის შემდგომი სავაჭრო შეთანხმება

ევროპის პარლამენტმა დიდი უპირატესობით დაუჭირა მხარი ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ბრექსიტის შემდგომი სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციას, რითიც მოიხსნა უკანასკნელი წინაღობა ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის. ვაჭრობის და თანამშრომლობის შეთანხმებას მიემხრო 660 ევროპელი პარლამენტარი, წინააღმდეგი იყო ხუთი, 32-მა თავი შეიკავა - აცხადებს პარლამენტი 28 აპრილს. საკუთრივ კენჭისყრა წინა დღეს შედგა. 1,000 გვერდისგან შემდგარი ხელშეკრულება ძალაში 1 მაისიდან შევა. ევროკავშირის პარლამენტი ბრიტანეთს აფრთხილებს, რომ მან უნდა უერთგულოს ნაკისრ ვალდებულებებს. ხელშეკრულება მოიცავს კომერციულ კავშირებს, კონკურენციის წესებს, თევზაობის წესებს და პოლიტიკის, სამართლის, ტრანსპორტის და ენერგიის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პირობებს. ამ ნაბიჯით მთავრდება ოთხ წელიწადზე მეტხანს გაგრძელებული მოლაპარაკებები და დებატები, იმ ფონზე, როცა ბრიტანეთმა დაასრულა ევროკავშირის 47-წლიანი წევრობა. კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ტვიტერით დაწერა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირისთვის "მნიშვნელოვან მეგობრად და პარტნიორად" დარჩება. ...
წყარო

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 10 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 1 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 9 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ