ვაქცინირებულებისთვის შესაძლოა კომენდანტის საათი გაუქმდეს - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, იმ პირებისთვის, რომლების კორონავირუსზე ორჯერ აიცრებიან, გარკვეული სახის შეღავათები დაწესდეს. ეს შეიძლება შეეხებოდეს გადაადგილებასთან დაწესებულ შეზღუდვას, ან კიდევ გარე სივრცეში პირბადის ტარებას. გამყრელიძის თქმით, ისინი მომავალ კვირაში გეგმავენ საკოორდინაციო საბჭოსთვის შესაბამისი ინიციატივით მიმართვას. "კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობის დროს შესაბამისი დოკუმენტი - რამდენიმე ასეთ ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომ ამ ადამიანებს და ზოგადად, საზოგადოებას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, სწრაფად, სრულად იყვნენ აცრილი. მოგეხსენებათ, ადამიანებს, რომლებიც ორჯერადად არიან აცრილი, მთელ რიგ ქვეყნებში გარე სივრცეებში პირბადე არ მოეთხოვებათ, მაგრამ მოეთხოვებათ დახურულ სივრცეებში. ასევე აქვთ შეღავათები კომენდანტთან და სხვა შეზღუდვებთან მიმართებით. ამიტომ ამაზე ჩვენ ვმუშაობთ. დარწმუნებული ვართ, მომავალი კვირის განმავლობაში, 15 მაისამდე დაახლოებით 14 000 ადამიანი იქნება სრულად აცრილი და რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს ქვეყნისგან მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ....
წყარო

Eva

თბილისი
  • 15 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 13 დღის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lusi

თბილისი
  • 3 დღის წინ

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 2 თვის წინ