კალაძის თქმით, ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრის საპრევენციო სამუშაოებმა შედეგი გამოიღო

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისში, ვაშლიჯვრის ფერდზე დაძრულ მეწყერზე ჩატარებულმა საპრევენციო სამუშაოებმა შედეგი გამოიღო. მერმა თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მეწყრული პროცესების სტაბილიზაცია დაადასტურეს გერმანიიდან მოწვეულმა ექსპერტებმაც. ასევე ნახეთ „მეჩვენება თუ... მიწით შეავსეს?!“ - ინჟინრები კრიტიკის პასუხად ხსნიან, როგორ შეაჩერეს მეწყერი   "კერძოდ, მოიხსნა, სამუშაოების შედეგად, მიწის მასის ის ნაწილი, რომელიც მაგისტრალური წყალსადენის მილებს საფრთხეს უქმნიდა, დროებით შეკავდა მეწყრული ფერდი, დამონტაჟდა მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში აწარმოებს მონიტორინგს და იძლევა ზუსტ ინფორმაციას მიმდინარე პროცესებზე. ამჟამად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების პროექტისთვის კვლევითი სამუშაოები, რათა საბოლოოდ მოხდეს მეწყრული პროცესების შეჩერება", - განაცხადა კალაძემ. ასევე ნახეთ საშიში ნაპრალი ლისის ქედზე - რატომ გასკდა მიწა თბილისში  მან ვერ დაასახელა კონკრეტული თარიღი, როცა შეიძლება აღდგეს მოძრაობა მაჭავარიანის ქუჩაზე, რომელიც ვაშლიჯვრის ფერდის იმ ნაწილში მდებარეობს, რომლის ზემოთაც მეწყრული პროცესებია გააქტიურებული. "მას შემდეგ, რაც გატარდება შესაბამისი ღონისძიებები და მიიღწევა სრული სტაბილურობა, მაშინვე აღდგება ორმხრივად მოძრაობა", - თქვა მან. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, "ვაშლიჯვრის ფერდობზე" მეწყრული პროცესების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თბილისის მერმა, კახა კალაძემ 17 მარტს თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ამ მიზეზით მაჭავარიანის ქუჩა უნდა გადაკეტილიყო. 18 მარტს დილიდან მიმდებარე ტერიტორიიდან გაავრცელა ვიდეომასალა ლაშა სუხიაშვილმა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომელია. მის გავრცელებულ ვიდეომასალაში მეწყრისგან გაჩენილი ნაპრალის სიგანესა და სიღრმეზე წარმოდგენის შექმნაა შესაძლებელი. იმ ადგილზე, სადაც ვიდეო იყო გადაღებული, მიწის ორ ნაწილს შორის დაშორება 1 მეტრამდე იყო, სიღრმე კი - მინიმუმ ორ მეტრამდე. ...
წყარო

Eva

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sofia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Monika

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ