მამუკა ხაზარაძე 20 ივნისის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

"ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, რომელიც მოქმედი პარლამენტის წევრია, 2019 წლის ივნისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების გამოსაძიებლად პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ხაზარაძის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. "გამოვდივართ ინიციატივით, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია. ინფორმაცია არის დახურული, ქართული ოცნება ითხოვს ყველას შეწყალებას, მაგრამ სანამ შეწყალებაზე იქნება საუბარი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან ეს პირები, ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას, ვინ იჯალათა, ვინ გასცა ბრძანება, ამას სჭიდრება დადგენა და შესაბამისად სჭირდება საპარალამენტო კომისიის შექმნა", - ვკითხულობთ განცხადებაში. სწორედ 2019 წლის ივნისის მოვლენებეში მონაწილე პირების ამნისტიით პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაა ის საკითხი, რომელზეც ერთი მხრივ, ოპოზიცია ვერ თანხმდება ერთმანეთთან, მეორე მხრივ კი უმრავლესობა პარლამენტში შესულ ოპოზიციასთან. ასევე ნახეთ რა ვიცით ამნისტიის კანონზე: ვისზე გავრცელდება და ვისზე - არა უკვე რამდენიმე დღეა ოპოზიციასა და მმართველ პარტიაში ამნისტიის კანონზე დაიწყეს მუშაობა. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ კანონმა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტები და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე უნდა გაათავისუფლოს პასუხისმგებლობისგან, მმართველი პარტია კი ფიქრობს, რომ ის თანაბრად უნდა გავრცელდეს ყველაზე, თუმცა არა საერთაშორისო კონვენციით დაცულ მუხლებზე - ღირსების შელახვაზე ან არაადამიანურ მოპყრობაზე. ...
წყარო

Tatuli

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 15 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 10 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 18 საათის წინ

наталья

თბილისი
  • 1 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 10 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 2 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ