ვაქცინირებული პირებისთვის შესაძლოა "კომენდანტის საათი" გაუქმდეს

მათთვის, ვინც კორონავირუსზე ვაქცინის სრულ კურსს ჩაიტარებს, შესაძლოა "კომენდანტის საათი" გაუქმდეს და სხვადასხვა სახის შეღავათები დაწესდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. "დაავადებათა კონტროლის ცენტრი აპირებს, შესაბამისი ინიციატივით შევიდეს საკოორდინაციო საბჭოში, რომ ამ ადამიანებს შეზღუდვების პირობებში შეღავათები ჰქონდეთ. რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის, მათ შორის, "კომენდანტის საათის" დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობის დროს დოკუმენტის მიცემა, კიდევ სხვა ინიციატივებზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებთ. [გვინდა], რომ ამ ადამიანებს ჰქონდეს უფრო მეტი [უფლება] და საერთოდ მოსახლეობას ჰქონდეს უფრო მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იყვნენ აცრილი", - თქვა მან. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინის ორჯერადი დოზა 4397-მა დამიანმა გაიკეთა. ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო, გუშინ, 27 აპრილს კი სარეგისტრაციო ბაზა 18 წელს გადაცილებული ყველა პირისთვის გაიხსნა. ქვეყანაში "კომენდანტის საათი" 28 ნოემბრიდან მოქმედებს. 5 თვის თავზე ჯერ კიდევ უცნობია, როდის მოიხსნება ეს შეზღუდვა. ...
წყარო

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 16 საათის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 16 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 1 დღის წინ

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ