ოპოზიციამ პარლამენტში დაარეგისტრირა ამნისტიის შესახებ საკუთარი კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტის კანცელარიაში ცოტა ხნის წინ დარეგისტრირდა 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების დროს ჩადენილი სამართალდარღვევების ამნისტიის პროექტი, რომელიც „შარლ მიშელის დოკუმენტზე“ ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ მომზადდა. კანონპროექტი პარლამენტის კანცელარიაში დეპუტატებმა პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ და შალვა შავგულიძემ წარადგინეს. როგორც შალვა შავგულიძემ მოგვიანებით მედიასთან განმარტა, ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი სრულად შეესაბამება „შარლ მიშელის შეთანხმების“ სულისკვეთებას და მოთხოვნებს: „იქ არის აღნიშნული, რომ 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ამნისტირება ყველა დარღვევისა და დაკავების... ანუ ჩვენი კანონპროექტი შეეხება არსებულ ბრალდებებს. იმ მოვლენების დროს რა ბრალდებებიც აქვს წარდგენილი პოლიციის თანამშრომლებს, მათი ქმედებებია ამნისტირებული და აქციის მონაწილეებსაც რა ბრალიც აქვთ წაყენებული, მათი ქმედებებია. ხოლო ხელისუფლების კანონპროექტი შეეხება არა კონკრეტულ ნორმებს, რომლებითაც დევნა მიმდინარეობდა ამ ორი წლის მანძილზე და ზოგზე განაჩენიც არის დაყენებული, არამედ ჰიპოტეტურად ამ მოვლენებთან დაკავშირებულ უკვე არსებულ ბრალდებებს და ასევე ჰიპოტეტურად მომავალში შესაძლო ყველა ბრალდებას, რაც მიგვაჩნია, რომ არის ძალიან გაუმართლებელი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ამნისტია არის არაგანჭვრეტადი“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ. მისი განმარტებით, ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი 2 მნიშვნელოვან დათქმას ითვალისწინებს: „არ გავრცელდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე და მეორეც, პოლიციელების მიმართ ის გავრცელდება კონკრეტულად მათ საქმეებზე დაზარალებულად ცნობილი პირების თანხმობით“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ. მისი განმარტებით, კანონპროექტის თანახმად, თანხმობა არ არის საჭირო იმ საქმეებში, რომლებშიც დაზარალებულები პოლიციელები არიან. „ეს არის სრულიად სამართლებრივად გამართული პოზიცია. არ შეიძლება ერთნაირად იყოს მიდგომა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფო მოხელისა და მოქალაქის მიმართ. სახელმწიფო მოხელეებს, პოლიციელებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, რომ ამ აქციის აღკვეთის თუ მიმდინარეობის დროს საპოლიციო ღონისძიებები ისე უნდა განეხორციელებინათ, რომ დანაშაული არ ჩაედინათ. ანუ მათ მიმართ მოთხოვნა მეტია პასუხისმგებლობისა. ესეთი არის სტანდარტი"-განმარტა შალვა შავგულიძემ. 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტის პრინციპებზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ პარლამენტს განსახილველად 2 კანონპროექტი წარედგინა. „ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი გუშინ, 27 აპრილს დაარეგისტრირა. ასევე ნახეთ მ...
წყარო

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 10 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 2 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ