ევროსაბჭო: 2020 წელს თავისუფალ და დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას უკიდურესი ზიანი მიადგა

2020 წელს თავისუფალ და დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას უკიდურესი ზიანი მიადგა, ნათქვამია ევროპის საბჭოს ჟურნალისტიკის დაცვისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის ხელის შემწყობი პლატფორმის ანგარიშში. მასში შედის ევროსაბჭოს პარტნიორი 14 ორგანიზაცია - მათ შორის, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია და „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“. შარშან „მედიის მიმართ სერიოზული მუქარის“ 201 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს სარეკორდო მაჩვენებელია და თითქმის 40%-ით აღემატება 2019 წლის მონაცემებს, აღნიშნავენ ანგარიშის ავტორები. შემთხვევათა სარეკორდო რაოდენობა (52 შემთხვევა) ეხება ჟურნალისტებზე ფიზიკურ თავდასხმებს. ასეთი შემთხვევები ყველაზე ხშირად ხდებოდა რუსეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში. საფრანგეთში, თურქეთსა და უკრაინაში აღირიცხა ჟურნალისტთა დაშინებისა და დევნის დიდი რაოდენობით შემთხვევა. მთლიანობაში 2020 წელს მინიმუმ 70 ასეთი შემთხვევა გამოვლინდა, ნათქვამია ევროსაბჭოს დოკუმენტში. ზოგ ქვეყანაში შეზღუდვები, რომლებიც მთავრობებმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შემოიღეს, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის საბაბად გამოიყენებოდა. ანგარიშში გაანალიზებულია ის შემთხვევები, როცა ჟურნალისტების წინააღმდეგ ბოროტმოქმედებები დაუსჯელი რჩებოდა. მასში საუბარია ასევე ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი მედიის ხელში ჩაგდების შემთხვევებზე, საზოგადოებრივ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის შემთხვევებზე, ჟურნალისტების თვალთვალსა და სამართლებრივი დევნაზე ტერორიზმსა და სახელმწიფოს ღალატში ყალბი ბრალდებების საფუძველზე. ამასთან დაკავშირებით ანგარიშში ნახსენებია რუსეთის გამოცემა „კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ ყოფილი კორესპონდენტის, ივან საფრონოვის საქმე. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლებასთან დაკავშირებული ძალების მიერ მედიის ხელში ჩაგდების უკიდურეს მაგალითს. უკანასკნელი წლების განმავლობაში რუსეთის ათი წამყვანი ტელეარხი კრემლის ან მასთან დაკავშირებული ბიზნესმენების კონტროლს ექვემდებარება. საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებმაც მოამზადეს ანგარიში, განსაკუთრებით შეშფოთებული არიან იმით, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ სურს რეაგირება დარღვევათა შესახებ ინფორმაციაზე. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა ევროპის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, უფრო სერიოზული დამოკიდებულება გამოავლინონ ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დასაცავად. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 10 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 2 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 3 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ekuna

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 4 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 4 დღის წინ

Sofia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ