გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ლიეტუვა საქართველოს ჭეშმარიტი მეგობარი და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ძლიერი მხარდამჭერია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეხვედრებს მართავს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი სტუმრობა დასტურია საქართველოსადმი არსებული მტკიცე მხრადაჭერისა და მეგობრობისა. „ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ხაზი გაესვა ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობისა და სუვერენტიტეტის, ისევე როგორც ევროინტერგაციის მიმართულებით. დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ნაბიჯები და ინიციატივები ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომლის თანახმად, დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვის ხელისუფლებას იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაში, ასევე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო მოქმედებებთან დაკავშირებით ევროკავშირისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების კუთხით. თავის მხრივ, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ ის საქართველოში იმყოფება ამ ქვეყნის დასახმარებლად ყველა იმ მიმართულებით, სადაც ამის საჭიროება არსებობს. „მინდა დავადასტურო, რომ ლიეტუვა გახლავთ საქართველოს და ქართველი ხალხის ჭეშმარიტი მეგობარი და ნამდვილი მხარდამჭერი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ნებისმიერი გზით და ნებისმიერი საჭიროების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო, ხაზი გაესვა რეგიონის მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელობას. ლიეტუვის მხარე ასევე მიესალმა ევროკავშირის მედიაციით მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. „ჩვენ არ გაგვაჩერებს შიდაპოლიტიკური პრობლემები ჩვენს სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებით, რათა საქართველო უფრო დაცული გახდეს, რეგიონი იყოს უსაფრთხო. ჩვენ გავაგრძელებთ ტრანსატლანტიკური მიმართულების განხილვას, რომლის ნაწილადაც საქართველო აღიქვამს თავს“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახად. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა პატივი მიაგო ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 3 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ