ვლადიმერ პუტინს განვუმარტე, რომ აშშ-ს ესკალაცია არ სურს, მაგრამ მათ ქმედებებს შედეგები მოჰყვება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მას ჩინეთსა და რუსეთთან კონფლიქტი არ სურს, თუმცა შეერთებული შტატების ინტერესებს ყოველთვის დაიცავს. როგორც პრეზიდენტმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის დროს მან ხაზი გაუსვა, რომ „აშშ კონფლიქტს არ ეძებს.“ „აშშ მიესალმება კონკურენციას და კონფლიქტს არ ეძებს, მაგრამ მე მკაფიოდ აღვნიშნე, რომ ყველანაირად დავიცავთ ამერიკის ინტერესებს,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა. “მე ასევე ვუთხარი პრეზიდენტ სის, რომ ჩვენ ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში სამხედრო ყოფნას შევინარჩუნებთ, ისევე როგორც ევროპაში ნატოსთან ერთად – არა კონფლიქტის დასაწყებად, არამედ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად,”- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ბაიდენმა რუსეთის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუმარტა, რომ მოსკოვის ჩარევას აშშ-ის არჩევნებში, ისევე როგორც მთავრობასა და ბიზნესზე კიბერ თავდასხმის განხორცილებას შედეგები მოჰყვება, მაგრამ ვაშინგტონი არ ცდილობს ესკალაციას. ”მე პუტინს ძალიან მკაფიოდ განვუცხადე, რომ ჩვენ არ გვსურს ესკალაცია, მაგრამ მათ ქმედებებს შედეგები მოჰყვება, – აღნიშნა ბაიდენმა. მისი თქმით, აშშ მჭიდროდ ითანამშრომლებს პარტნიორებთან იმისთვის, რომ ამ ორი ქვეყნიდან მომავალი საფრთხეები დიპლომატიისა და მკაცრი შეკავების პოლიტიკის გზით მოაგვაროს. ცნობისათვის, ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე სიტყვით პირველად წარსდგა....
წყარო

Elenica

თბილისი
  • 13 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 2 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

Нора

თელავი
  • 7 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ