სამოქალაქო აქტივისტები ეხმაურებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებენ სამოქალაქო აქტივისტები. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ კიდევ უფრო მკაცრდება სანქციები სიტყვისა და გამოხატვის უფლების რეალიზებისთვის. „2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, დღემდე ასობით სამოქალაქო აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი შაბლონური მუხლით - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გასამართლდა. სამოქალაქო აქტივისტების დიდ ნაწილს ათობით ათასი ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული, ბევრ მათგანს ყადაღა აქვს დადებული, ბევრი ჩვენგანი არაერთხელ იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული", - აღნიშნავენ აქტივისტები. განცხადების ხელმომწერები აკრიტიკებენ პარლამენტში შესულ ოპოზიციას. „ჩვენთვის ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული მექანიზმის გაძლიერება გასაკვირი არ არის, თუმცა გამაოგნებელია კრიზისის დაძლევის და პოლარიზაციის დასრულების მოტივით პარლამენტში შესული ოპოზიციის სრული დუმილი. აღმაშფოთებელია იმ პოლიტიკოსების დუმილი, რომელთა გვერდითაც თითოეული ჩვენგანი 2 წლის განმავლობაში იბრძოდა. ჩვენ არ მოგვისმენია მათი არცერთი კრიტიკული განცხადება. ამ ნაბიჯით პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ არა მხოლოდ უარი თქვა ჩვენი, სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვაზე, არამედ პროტესტი არ გამოხატა ადამიანის ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების - სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების უფლების კიდევ უფრო შეზღუდვის შესახებ, რაც საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან კიდევ უფრო გამაოგნებელი ნაბიჯია", - ვკითხულობთ განცხადებაში. ტექსტს ხელს აწერენ: მოძრაობა „შეცვალე" „დემოკრატიული მომავლისთვის" „მოძრაობა საქართველოსთვის" „ალტერნატივა" სამოქალაქო აქტივისტი - შუშანა მაცაბერიძე სამოქალაქო აქტივისტი - თამთა გოგოლაძე საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, პირველი მოსმენით დაამტკიცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელთა თანახმად, წვრილმანი ხულიგნობის გამეორება და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოს. ასევე ნახეთ პირველი მოსმენით მიღებულია ცვლილება 2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სასჯელის გასამკაცრებლად ...
წყარო

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 10 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 2 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 8 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 4 დღის წინ

Ilona

თბილისი
  • 4 დღის წინ