ევროპარლამენტარები რუსეთის ნავთობისა და გაზის იმპორტის შეწყვეტას და სხვა მკაცრ ზომებს მოითხოვენ

ევროპის პარლამენტი გამოდის წინადადებით, უკრაინაში „შეჭრის“ შემთხვევაში რუსეთი გამოითიშოს SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან და შეწყდეს რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტი, ნათქვამია რეზოლუციის პროექტში, რომლის მიღებაც 29 აპრილს არის დაგეგმილი პლენარული სხდომის შემდეგ. რეზოლუციის მიხედვით, ევროპის პარლამენტი „ხაზს უსვამს, რომ თუკი მომავალში შეიარაღებული ძალების ასეთი თავმოყრა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრაში შეიძლება გადაიზარდოს, ევროკავშირმა ნათელი უნდა გახადოს, რომ საერთაშორისო სამართლისა და ნორმების ასეთ დარღვევას მაღალი საფასური მოჰყვება; ამიტომ მოითხოვს, რომ ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ შეწყდეს რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტი, რუსეთი გარიცხულ იქნეს SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან და რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ოლიგარქებისა და მათი ოჯახის წევრების ყველა აქტივი უნდა გაიყინოს და მათი ვიზები გაუქმდეს,“ ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. დოკუმენტში ლაპარაკია ჩეხეთის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის უკანასკნელ დღეებში გამწვავებულ ვითარებაზე, რაც გამოიწვია ჩეხეთის ხელისუფლების განცხადებამ, რომ 2014 წელს ჩეხეთის ტერიტორიაზე იარაღის საწყობის აფეთქების უკან, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რუსეთის დაზვერვა დგას. რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ევროპარლამენტი „სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ ბოროტმოქმედები რუსეთის სპეცსამსახურებიდან მიზეზი გახდნენ ჩეხეთის რესპუბლიკაში, ვრბეტიცეს იარაღის საწყობში აფეთქებისა, რაც ჩეხეთის სუვერენიტეტის დარღვევა და მიუღებელი მტრული აქტია; მკაცრად გმობს მოქმედებებს, რომელთა მიზანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების დესტაბილიზაცია და მათ მიმართ მუქარა და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ნებისმიერი მსგავსი ქმედება, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს და კომპენსაცია გადაუხადოს იმ მოქალაქეთა ოჯახებს, რომლებიც 2014 წლის თავდასხმისას დაიღუპნენ...“- ნათქვამია დოკუმენტში. ამასთან, ევროპარლამენტარები ევროკავშირს მოუწოდებენ იხელმძღვანელონ სკრიპალის საქმის მაგალითით და დაიწყონ რუსეთის დიპლომატების კოორდინირებული გაძევება. გარდა ამისა, რეზოლუცია ევროკავშირს მოუწოდებს, შეწყდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის გაზის გერმანიაში ტრასპორტირებას ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი მილსადენით. ევროპის პარლამენტი „მოითხოვს, რომ ევროკავშირმა შეამციროს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება და ამიტომ ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდებს, შეწყვიტონ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის დასრულება და მოითხოვონ „როსატომის“ სადავო ბირთვული ელექტროსადგურების მშენებლობის შეწყვეტა,“ ვკითხულობთ რეზოლუციის პროექტში. დოკუმენტი შეიცავს ასევე რუსეთისადმი ევროპარლამენტართა მოთხოვნას, შეწყვიტოს „სამხედრო ძალების ...
წყარო

Lizi

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 8 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 13 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 13 საათის წინ

Олеся

თბილისი
  • 13 საათის წინ

Ella

თბილისი
  • 1 დღის წინ