ტიკარაძე: დაზუსტებით შემიძლია ვთქვა რომ „ფაიზერი“ იქნება ზაფხულში

პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამართულ მოსმენაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ფაიზერის" შემოტანის საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. „აქ არის გარკვეული გაუთქმელობის პირობა, თუმცა, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ „ფაიზერი“ იქნება ზაფხულში“, - თქვა ტიკარაძემ, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე გავრცელდა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს. 27 აპრილს საქართველოს მასშტაბით დაიწყო 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის აცრისთვის რეგისტრაცია. 28 აპრილის მონაცემებით, აცრილია ქვეყანაში 35 000-მდე ადამიანი. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ახალი 1271 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 11 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 729. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 301 535 შემთხვევა. მათგან 284 286 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3992 ადამიანი. ...
წყარო

Marikuna

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 2 დღის წინ

Luba

თბილისი
  • 16 საათის წინ

Ирина

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 16 საათის წინ