დეპოლარიზაცია რომ მოხდეს, საჭიროა 20 ივნისთან დაკავშირებით ფურცელი გადაიშალოს

ამნისტიის ორი კანონპროექტი და ორი ვერსია რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს. ოპოზიციისთვის “ქართული ოცნების” რედაქცია მიუღებელი აღმოჩნდა, რის შემდეგაც პარტიებმა ახალი კანონპროექტი დამოუკიდებლად შეიმუშავეს. ამ შემთხვევაში ამნისტიის კანონში უნდა გაიწეროს კონკრეტული მუხლები რომელსაც ის შეეხება. “ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის შეხედულებები არ გაითვალისწინოს და მიიღოს კანონპროექტის საკუთარი ვერსია, დაარღვევს იმ სულისკვეთებას, რაც შეთანხმებაში ჩაიდო,” – აცხადებს პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დეპოლარიზაციისთვის საჭიროა 20 ივნისთან დაკავშირებით ფურცელი გადაიშალოს. “იმისათვის რომ მოხდეს დეპოლარიზაცია, საჭიროა რომ 20 ივნისთან დაკავშირებით ფურცელი გადაიშალოს. ჩვენი ოპონენტები კი, ამას ეწინააღმდეგებიან. ისინი საუბრობენ, რომ დაზარალებული თანხმობა საჭიროა, ეს არის უბრალოდ დაყოფა დაზარალებულების ჩემიანებად და სხვისიანებად,”- აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ თუკი მელიას უნდა ეპატიოს, მაშინ მისი მსგავსი და უფრო ნაკლები დანაშაულის კატეგორიის დაფიქსირების შემთხვევაში სხვასაც უნდა ეპატიოს “თუკი ნიკა მელიას უნდა ეპატიოს, რომელმაც ყველაზე მძიმე დარღვევა განახორციელა, მაშინ მისი მსგავსი და უფრო ნაკლები დანაშაულის კატეგორიის დაფიქსირების შემთხვევაში სხვასაც უნდა ეპატიოს. ამ ადამიანებს არ სურთ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულება და მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობა სურთ მოქალაქეებზე გადაიტანონ,” – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი კი აღნიშნავს, რომ ოპოზიციაში ნელ-ნელა დაიწყებენ დეგრადაციას თუ არ მიხვდებიან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი უნდა შესრულდეს....
წყარო

Ella

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lusi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 7 დღის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 2 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ