„ქართული ოცნება” დაჩქარებული წესით აპირებს დღეს დაამტკიცოს რეპრესიული მექანიზმების გამყარება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ

„ქართული ოცნება” დაჩქარებული წესით აპირებს დღეს დაამტკიცოს რეპრესიული მექანიზმების გამყარება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ – ვაპირებთ, რომ დავაყენოთ საკითხი, გადაიდოს კენჭისყრა,- ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან, პარლამენტში განაცხადა. კითხვაზე, შესაბამის წინადადებას დააფიქსირებს თუ არა პირადად სხდომათა დარბაზში, სამადაშვილი პასუხობს, რომ სხდომათა დარბაზში განცხადება ოპოზიციის სახელით გაკეთდება. „ქართულმა ოცნებამ” ისარგებლა იმით, რომ ოპოზიცია ვერ მუშაობს სრულფასოვნად საქართველოს პარლამენტში და დაჩქარებული წესით აპირებს დღეს დაამტკიცოს ფაქტიურად რეპრესიული მექანიზმების გამყარება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. ისე, რომ არ მიეცა შესაძლებლობა არც ოპოზიციას, არც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ საკუთარი აზრი წარმოედგინა, „ქართული ოცნება“ ამკაცრებს სასჯელს ადმინისტრაციული დარღვევებისთვის. ეს ერთი მხრივ ეწინააღმდეგება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს და ასევე მიგვაჩნია, რომ ეწინააღმდეგება სულისკვეთებას იმ შეთანხმების, რომელიც მიღწეულ იქნა შარლ მიშელის მედიაციის დახმარებით. ამიტომ ჩვენ დღეს აქ, საქართველოს პარლამენტში ვაპირებთ, რომ დავაყენოთ საკითხი, გადაიდოს კენჭისყრა და განხილვა ამ საკითხის და მიეცეს შესაძლებლობა როგორც ოპოზიციას, ასევე სამოქალაქო აქტივისტებს, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ. ეს პოზიცია რომ დაგვეფიქსირებინა, სწორედ ამიტომ მოვედით პარლამენტში,”- განაცხადა სამადაშვილმა....
წყარო

Vika

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 6 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 13 საათის წინ

Luba

თბილისი
  • 15 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ