პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველად მიმართა აშშ-ის კონგრესს

ჯო ბაიდენმა მისი პრეზიდენტობიდან ასი დღის განმავლობაში მიღწეული შედეგები შეაფასა და სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ამერიკა ბრუნდება და ისევ წინ მიდის. კონგრესისადმი პირველი მიმართვისას ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მან ჩაიბარა ეკონომიკურ კრიზისსა და ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი პანდემიის პირობებში მყოფი ქვეყანა, რომელიც განიცდიდა დარტყმასაც ამერიკულ დემოკრატიაზე. ჯო ბაიდენის შეფასებით, მისი პრეზიდენტობიდან ასი დღის შემდეგ, ამერიკა ისევ ფეხზე დგება, საფრთხეებს ახალ შესაძლებლობებად გარდაქმნის, კრიზისს პერსპექტივად და წარუმატებლობას ძალად. три აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მისმა ადმინისტრაციამ შეძლო დემოკრატიისადმი რწმენის დაბრუნება და კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის დაწყება. ჯო ბაიდენის თანახმად, პრეზიდენტის ფიცის დადებიდან ასი დღის განმავლობაში ამერიკელებმა მიიღეს კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების 220 მილიონზე მეტი დოზა. ბაიდენმა თქვა, რომ ვაქცინა ყველასთვის საკმარისია და ამერიკელებს აცრისკენ მოუწოდა. აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, მისი მმართველობის პერიოდში უკვე შეიქმნა 1.3 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი. ბაიდენმა თქვა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და კონგრესს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს სამუშაო ადგილების შექმნის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს დაახლოებით ორი ტრილიონი დოლარის გამოყოფას ინფრასტრუქტურის ინვესტირებისთვის. აშშ-ის პრეზიდენტის კიდევ ერთი ინიციატივაა მინიმალური ხელფასის საათში 15 დოლარამდე გაზრდა. ბაიდენმა კონგრესს ასევე, მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს სამედიცინო დაზღვევის და მედიკამენტების ფასის შესამცირებლად. კონგრესში გამოსვლისას ჯო ბაიდენმა ილაპარაკა აშშ-ის განვითარების საინვესტიციო გეგმასა და საგადასახადო სისტემაში მოსალოდნელ ცვლილებებზე. მათ შორის გადასახადების თითქმის 40%-მდე გაზრდაზე მათთვის, ვისი წლიური შემოსავალი 400 ათას დოლარზე მეტია. როგორც პრეზიდენტმა თქვა, დადგა დრო, რომ ყველაზე მდიდარმა ამერიკელებმა თავისი წილი სამართლიანად გადაიხადონ. ჯო ბაიდენის განცხადებით, ბევრი მდიდარი კომპანია გადასახადების გადახდას თავს არიდებს ოფშორების მეშვეობით, რაც არასწორია. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპირებს კორპორაციებისთვის საგადასახადო სისტემის რეფორმირებას, რათა მათ გადასახადები სამართლიანად გადაიხადონ და დაეხმარონ სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელებას. კონგრესის წინაშე გამოსვლისას ჯო ბაიდენმა ილაპარაკა რუსეთის შესახებაც. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, მან ცხადად გააგებინა პრეზიდენტ პუტინს, რომ ამერიკა ესკალაციისკენ არ ისწრაფვის, თუმცა, რუსეთის მტრულ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ბაიდენის შეფასებით, რუსეთისთვის...
წყარო

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 4 დღის წინ

Катя

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 3 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 9 თვის წინ