ნატოს სამხედრო კომიტეტის მეთაური მადლობას უხდის ქართველ სამხედროებს

საქართველოს და მის თავდაცვის ძალებს ნატოს განსაკუთრებული და დიდი ხნის პარტნიორი უწოდა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ავიაციის მთავარმა მარშალმა, სერ სტიუარტ პიჩმა. ის დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დაესწრო საქართველოს თავდაცვის ძალების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას. როგორც სტიუარტ პიჩმა თქვა, ნატოსა და საქართველოს ურთიერთსასარგებლო პარტნიორობა სულ უფრო ძლიერდება. ასევე ნახეთ საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლისაა ალიანსის სამხედრო კომიტეტის ბრიტანელმა მეთაურმა განაცხადა, რომ დღეს, როცა ავღანეთში დასასრულს უახლოვდება ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისია“, საქართველოს, როგორც ალიანსის არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდ კონტრიბუტორს, მადლობას უხდის მისიაში საკუთარი წვლილის შეტანისთვის. სტიუარტ პიჩმა მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლისთვის: „თქვენი მსხვერპლი ჩვენი მსხვერპლია, თქვენი დანაკარგი ჩვენი დანაკარგია“. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ავღანეთის მისიაში მონაწილეობით ქართველმა სამხედროებმა შეიძინეს მეგობრები, დაიმსახურეს პატივისცემა და საკუთარი პროფესიონალიზმით, მამაცობით და ერთგულებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს მოკავშირეებზე, რაც საკუთარი თვალით ნახა ავღანეთში არაერთი ვიზიტის დროს. სტიუარტ პიჩის განცხადებით, ნატო კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ნატოში გაწევრიანებისკენ საქართველოს სწრაფვის მიმართ. ბრიტანელმა მარშალმა თქვა, რომ ნატო გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებას და ერთობლივ წვრთნებსაც, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და საქართველოს სვლას ნატოს წევრობისკენ. სტიუარტ პიჩმა ვაზიანის ბაზაზე გამოსვლა ქართულად დაასრულა: „კარგია მეგობრების ყოლა!“ საქართველოს თავდაცვის ძალების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, სერ სტიუარტ პიჩი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა საქართველო-ნატოს ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. ...
წყარო

Vika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 18 საათის წინ

Vika

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 11 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 2 დღის წინ

Mistress

თბილისი
  • 18 საათის წინ