მარნეულის მერიასთან გიორგი მუმლაძე და რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

მარნეულის მერიასთან მიმდინარე აქციაზე „მოძრაობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მუმლაძე და 5 სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. მათ წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლით აღიძრა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს. „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები მარნეულის მერიასთან 29 აპრილის დილიდან, გიორგი მუმლაძის ძმის, სიმონ მუმლაძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და მისი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი გააპროტესტეს. სიმონ მუმლაძემ მედიასთან განმარტა, რომ საწარმომ, რომელშიც 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი უთხრა, რასაც იგი თავისი ძმის, გიორგი მუმლაძის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. სიმონ მუმლაძე ამბობს, იგი დასაქმებული იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის შპს ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში. აქციის მონაწილეები სიმონ მუმლაძის სამსახურში აღდგენას და ახსნა-განმარტებისთვის მერის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ...
წყარო

Lika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Rita

თბილისი
  • 16 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 1 დღის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 1 დღის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ella

თბილისი
  • 2 დღის წინ