კელი დეგნანი ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტთან ჩავიდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად, ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტთან ჩავიდა. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის მეშვეობით ელჩისთვის საკუთარი თვალით იყო შესაძლებელი იმ საზიანო გავლენის ხილვა, რომელსაც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებზე ახდენს მიმდინარე ოკუპაცია, ამასთან, კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება. კელი დეგნანი იმყოფებოდა ასევე რუხის საავადმყოფოში, სადაც სამედიცინო პერსონალისგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ეხმარება საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისი მათ სამეგრელოსა და აფხაზეთიდან COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა რუხის საჯარო სკოლაში. აქ ელჩი შეხვდა ადგილობრივ მცხოვრებლებს და მათგან მოისმინა, როგორ გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე, მუშაობასა და სწავლაზე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადაკვეთის შეზღუდვები. შეხვედრა გაიმართა ასევე ადგილობრივ ორგანიზაციებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ჰუმანიტარული დერეფნის მნიშვნელობაზე და ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებთა მხარდასაჭერად შეერთებულ შტატებთან სამომავლო თანამშრომლობის პოტენციურ სფეროებზე. ...
წყარო

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ekuna

თბილისი
  • 8 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 2 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 13 საათის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 4 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 15 საათის წინ