გაირკვა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის, თურქეთის, რუსეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ბერლინში დღეს გამართულ წილისყრაზე, ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე გასული ოცდაოთხი ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდა. ოთხივე ჯგუფის შეხვედრებს თითო ქვეყანა უმასპინძლებს. A ჯგუფის მატჩები კი თბილისში შედგება და საქართველოს ნაკრებს მეტოქეებთან საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება. ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისის გარდა მილანში, პრაღასა და კიოლნში შედგება და ოთხივე ჯგუფის ოთხ-ოთხი საუკეთესო ნაკრები მერვედფინალის საგზურს მოიპოვებს. პლეი ოფის თამაშებს კი ბერლინი უმასპინძლებს. A ჯგუფი - საქართველო, თურქეთი, ესპანეთი, რუსეთი, ბელგია, ბულგარეთი B ჯგუფი - გერმანია, ლიეტუვა, საფრანგეთი, სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია ჰერცოგოვინა C ჯგუფი - იტალია, ესტონეთი, საბერძნეთი, უკრაინა, ხორვატია, დიდი ბრიტანეთი D ჯგუფი - ჩეხეთი, პოლონეთი, სერბეთი, ფინეთი, ისრაელი, ნიდერლანდები ...
წყარო

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 2 დღის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 15 დღის წინ

Oksana

თბილისი
  • 16 საათის წინ

Inesa

თბილისი
  • 2 დღის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ