აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა და პაკისტანის არმის მთავარსარდალმა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის თემა განიხილეს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა, პაკისტანის არმიის მთავარსარდალთან სუბრისას განიხილა რეგიონული უსაფრთხოების ვითარება და უცხოეთის ქვეყნების ჯარების დაგეგმილი გაყვანა ავღანეთიდან ამ წლის ბოლოსთვის. გენერალ ქამარ ჯავედ ბაჯვასთან საუბრისას, ოსტინმა "კვლავ დაადასტურა შეერთებულ შტატებსა და პაკისტანს შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა და მაღალი შეფასება მისცა პაკისტანის მხარდაჭერას ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ", აღნიშნა კირბიმ განცხადებაში. პაკისტანის სამხედრო-საინფორმაციო უწყებამ ბაჯვას სიტყვები მოიყვანა, რომ პაკისტანი "ყოველთვის დაუჭერს მხარს "ავღანეთის ხელმძღვანელობით სამშვიდობო პროცესს, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის ერთობლივ კონსენსუნსს ეყრდნობა." ამ თვის დასაწყისში, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა ავღანეთიდან შეერთებული შტატების მიერ დარჩენილი 2500 -იანი ჯარის გამოყვანის შესახებ 11 სექტემბრამდე, რაც ოთხი თვით უფრო გვიანია დონალდ ტრამპის ყოფილ ადმინისტრაციასა და თალიბანს შორის შეთანხმების შედეგად დათქმულ ვადაზე - 1 მაისზე. ნატომ განაცხადა, რომ ისიც იმავე განრიგს მისდევს მოკავშირეთა ძალების 7000-იანზე მეტი ჯარის გასაყვანად. ავღანეთიდან მოახლოებულმა გამოსვლამ გამოიწვია წუხილი იმის თაობაზე, თუ რამდენად ძალუძს ავღანეთის უშიშროების ძალებს დაიცვას ტერიტორია თალიბანისგან - სამშვიდობო შეთანხმების არარსებობის პირობებში. თალიბანის ლიდერებმა შეერთებული შტატების მიერ ჯარების გამოყვანის გადავადებას უპასუხეს უარით - დასწრებოდნენ მაღალი დონის სამშვიდობო კონფერენციას, რომელიც თურქეთში უნდა გამართულიყო ამ თვეში. ანკარამ განაცხადა, რომ კონფერენცია გადაიდო და გაიმართება რამადანის დასრულების შემდეგ, მაისის შუა რიცხვებში, თუმცა ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია. ...
წყარო

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 13 დღის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 2 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 17 საათის წინ

Alena

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 4 დღის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ