ლილუაშვილი აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ დიალოგში სიფრთხილის გამოჩენაზე ლაპარაკობს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სუს-ის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას ილაპარაკა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის საკითხზე. მას მიაჩნია, რომ მათთან დიალოგში სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო. „ძალიან პოპულარული გახდა ბოლო დროს საუბარი, რომ ჩვენ პირდაპირი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. რა თქმა უნდა, ეს უპირობოდ ასეა, ჩვენ მათ უნდა ვესაუბროთ, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამ მოლაპარაკებებში არ შევრჩეთ ერთმანეთს და პასუხისმგებლობა არ აიცილოს ძალამ, რომელიც რეალურად ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ლილუაშვილმა. სუს-ის ხელმძღვანელმა მანამდე განმარტა, რომ დეზინფორმაციული მანქანა მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ. „2020 წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელდა მოსაზრება აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის შესახებ. მინდა, თქვენც ამ საკითხზე საუბრისას, დისკუსიისას გაითვალისწინოთ ის რისკები, რაც შეიძლება, თან ახლდეს ამ პროცესს. შესაბამისად, დეზინფორმაციული მანქანის მეშვეობით ყოველთვის იქმნებოდა იმის იმიტაცია, თითქოსდა საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა თავს არიდებდა ორმხრივ დიალოგზე დათანხმებას. ამას კარგად იყენებდნენ ჰიბრიდული მანქანის მფლობელი ძალები, კონკრეტულად, რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რათა გაეწიათ დისკრედიტაცია მიმდინარე მოლაპარაკებების ფორმატისთვის, რაც ხორციელდება ჟენევაში, სადაც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვსაუბრობთ საერთო პრობლემებზე, რაც უკავშირდება ოკუპაციას. ასევე, ემსახურებოდა იმ ფორმატის აბსოლუტურ დისკრედიტაციას, რაც არის გამყოფ ხაზთან უსაფრთხოების და კრიმინალის სფეროში თანამშრომლობის არსებული ფორმატი, სადაც ჩვენ აქტიურად თანავმონაწილეობთ. და ყველა იმ ფორმატს, რომელიც დღემდე არსებობს, ეფექტურად, თუ არაფექტურად, შედეგების მიხედვით, ყველა ამ მექანიზმს ეწინააღმდეგებოდა ეს ნარატივი“, – თქვა ლილუაშვილმა. ასევე ნახეთ ახვლედიანის თქმით, მცდარია მოსაზრება - სოხუმი მზადაა დიალოგისთვის და თბილისი არ პასუხობს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას საგარეო პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტში პრიორიტეტულ საკითხებს შორის, ბჟანიას აზრით, აფხაზეთისთვის ნომერ მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, თბილისთან ურთიერთობის „დარეგულირება“ და „ნორმალიზებაა“, რაც დე ფაქტო პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მისი თამამი რიტორიკის გაგრძელებას წარმოადგენდა. მანამდე აფხაზური მხარე დიალოგის სურვილს საჯაროდ არ გამოხატავდა, ამას აფხაზურ საზოგადოებაშიც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ...
წყარო

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 4 დღის წინ

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 9 დღის წინ

Diko

თბილისი
  • 18 საათის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Нора

თელავი
  • 8 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ