ირანის სასამართლო ადამიანის უფლებათა დამცველი გერმანელ-ირანელი აქტივისტის პროცესს იწყებს

ადამიანის უფლებათა დამცველ გერმანელ-ირანელ აქტივისტს, რომელიც ირანში, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, ბუნდოვანი ბრალდებებით დააკავეს, თავისი საქმის პირველი მოსმენა ჰქონდა რევოლუციურ სასამართლოში 28 აპრილს, განაცხადეს მისმა ქალიშვილმა და ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფებმა. 66 წლის ნაჰიდ თაღავი ოქტომბერში დააპატიმრეს თეირანში, სადაც ის ოჯახის მოსანახულებლად იმყოფებოდა და თითქმის ხუთი თვე გაატარა სხვა პატიმრებისგან იზოლირებულ საკანში დედაქალაქის ევინის საპყრობილეში, რაც, ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფების აზრით, პოლიტიკურად მოტივირებული მძევლად აყვანის საქმის ტოლფასია. "დღეს ნაჰიდ თაღავის საქმის პირველი მოსმენა იყო. სასამართლო სხდომის კიდევ ერთი დღეა დანიშნული, მაგრამ თარიღი უცნობია", დაწერა მისმა ქალიშვილმა, მარიამ კლარენმა, ტვიტერზე. თაღავი, არქიტექტორი, რომელიც გერმანიის ქალაქ კიოლნში თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში ცხოვრობდა, უფლებათა დამცველი ჯგუფის, IGFM-ის მიხედვით, ირანში ქალთა უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების აქტიური მხარდამჭერი იყო. ორმაგი მოქალაქეობის მქონე თაღავის ბრალად ედება "უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა“, თუმცა აქამდე არ არის ცხადი, რომელი სავარაუდო დანაშაულისთვის ედება მას ბრალი. კვირების განმავლობაში, მას არ ჰქონია კონტაქტი ადვოკატთან ან ოჯახთან და არ ჰქონია წვდომა გერმანიის საკონსულო სამსახურთან, განაცხადეს IGFM და Amnesty International-მა. ერთობ საეჭვოა, რომ ეს საქმე წარიმართება კანონის უზენაესობის დაცვით, რადგან აქამდე ნაჰიდ თაღავის უფლებები სამართლიანი სასამართლო პროცესის წარმოების შესახებ ასევე სისტემატურად ირღვეოდა", განაცხადა Amnesty-მ. ...
წყარო

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 2 დღის წინ

Alena

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 17 საათის წინ