აშშ-ის საელჩო კრიტიკულად აფასებს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღებას

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება აშშ-ის საელჩო საქართველოში. „ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით", - აცხადებს საელჩო. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, რათა შეამცირონ ღრმა პოლარიზაცია, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. საელჩო განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს საპარლამენტო უმრავლესობას. „ქართულ ოცნებას", როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ სულისკვეთებით განახორციელოს 19 აპრილის შეთანხმება და მართოს გამჭვირვალედ და ინკლუზიურად. ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა", - აღნიშნავს აშშ-ის საელჩო. три პარლამენტმა 29 აპრილს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითიც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. ასევე ნახეთ პარლამენტმა ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენითაც დაამტკიცა - რა შეიცვალა საბოლოოდ  ...
წყარო

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 10 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 9 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ