გაბუნიას თქმით, „სინოფარმზე" ჯანმო-ს წინასწარი რეკომენდაცია „წესით, დღეს-ხვალ ცნობილი გახდება"

კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინის „სინოფარმის" შესახებ ილაპარაკა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კლინიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ. „კვირის ბოლომდე, წესით, დღეს-ხვალ ცნობილი გახდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წინასწარი რეკომენდაცია, ამას გამოაქვეყნებს და გვექნება პასუხი. თუმცა, შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს ჯგუფს გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ჩვენს შემთხვევაში, ვაქცინაციის პროცესს არ შეაფერხებს. „სინოფარმით" ვაქცინაცია დაიწყება, როგორც დაანონსებული იყო, 4 მაისიდან. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ „სინოფარმი" დღევანდელი მდგომარეობით ავტორიზებულია 35 ქვეყანაში, 200 მილიონ დოზაზე მეტი აქვს გაცემული მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყნისთვის. ფართო მოცვა არსებობს უკვე ამ ვაქცინით. მისი უსაფრთხოების შესახებ არ არის კითხვის ნიშნები. ამდენად, ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციას და ვფიქრობთ, თუ არ დაასწრებს, მალევე დაეწევა პროცესს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაც", - თქვა გაბუნიამ. როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, „სინოფარმის" შესახებ კარგი და კეთილსაიმედო მონაცემები არის უფრო ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში. „დღეს იმსჯელებს კიდევ ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფი. წინა მსჯელობის შედეგები იყო, რომ „სინოფარმი" მართალია რეკომენდებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის, ასაკოვნებში, თუმცა 60 წლის ზემოთ „სინოფარმის" ეფექტურობის შესახებ მონაცემები შედარებით მწირია. ასე რომ, „ასტრაზენეკა" მეტად უფრო რეკომენდებულია მაღალი ასაკის პირებში", - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე. ასევე ნახეთ თამარ გაბუნია: „სინოვაკის“ 100 000 დოზა საქართველოში დღეს ჩამოვა დღეს ქვეყანაში აცრა ორი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“. 4 მაისიდან 18 წლის ზემოთ ვაქცინაცია "სინოფარმითაც" დაიწყება. 29 აპრილის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 43 568 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 5218 ადამიანი. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე გავრცელდა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1433 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 18 ადამიანი, გამოჯანმრთელდა -1160. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 308 834 შემთხვევა. მათგან 289 976 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4095 ადამიანი. ...
წყარო

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 2 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 3 დღის წინ

Monika

თბილისი
  • 9 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 1 დღის წინ

молодая

თბილისი
  • 11 თვის წინ