საქართველოში ჩამოიტანეს „სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ფეისბუკზე" ავრცელებს ინფორმაციას ჩინეთიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩამოტანის შესახებ. „ჩინეთის საელჩოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების სახით საქართველოს 100 000 დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა და 100 800 ცალი შპრიცი გადმოეცა. ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი ვაქცინა , რომლის ტრანსპორტირებაც საქართველოსთვის უნგრულმა მხარემ განახორციელა, თბილისში ჩამოვიდა", - ნათქვამია ზალკალიანის „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე. ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ ჩინეთის ელჩი და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირები. ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა და ის 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა. ოფიციალური ცნობით, ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს. ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში 93 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. დღეს ქვეყანაში აცრა ორი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“. 4 მაისიდან 18 წლის ზემოთ ვაქცინაცია ჩინური წარმოების „სინოფარმითაც" დაიწყება. 29 აპრილის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 43 568 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 5218 ადამიანი. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე გავრცელდა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1433 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 18 ადამიანი, გამოჯანმრთელდა -1160. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 308 834 შემთხვევა. მათგან 289 976 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4095 ადამიანი. ...
წყარო

Elisa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 11 საათის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 3 დღის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 17 საათის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 8 თვის წინ