თანამდებობა დატოვა ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა

ბათუმის ბულვარის დირექტორმა დავით სურგულაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა თანამდებობის დატოვება. ის არ საუბრობს თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე, თუმცა ადასტურებს, რომ განცხადება დაწერა დღეს, 29 აპრილს, რომელიც უკვე დაუკმაყოფილეს. სურგულაძის ინფორმაციით, ახლა ბულვარის დირექტორის მოვალეობას სოფიო ლაზიშვილი ასრულებს. ლაზიშვილმა 2011 წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობისას, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვაზე თანხმობა გასცა. დავით სურგულაზე ამბობს, რომ ბათუმის ბულვარში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა ირაკლი ჯინჭარაძის დირექტორობის დროს. ჯინჭარაძის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ კი დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. დავით სურგულაძე, ირაკლი ჯინჭარაძე. ირაკლი ჯინჭარაძე აჭარის ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებით, 12 აპრილს გაათავისუფლეს სამსახურიდან. მიზეზად უწყებამ დაასახელა აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილი დარღვევები. ფაქტზე ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ თქვა, რომ იგი სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს და ემსახურება ირაჯლი ჯინჭარაძის დასჯას საჯაროდ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრების გამო. ბულვარის ყოფილმა დირექტორმა ირაკლი ჯინჭარძემ 30 მარტს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაურიანი პროტესტი განაცხადა ბათუმის ბულვარის პლაჟის ნაწილის იჯარით გასხვისების განზრახვის გამო. ჯინჭარაძის გათავისუფლებას ბულვარის დამცველები საპროტესტო აქციით გამოეხმაურნენ ...
წყარო

Babi

თბილისი
  • 20 საათის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Mako

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 23 საათის წინ

Tatiana

თბილისი
  • 12 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 4 დღის წინ