პრაღაში გააპროტესტეს "კრემლის აგენტი" პრეზიდენტის პოლიტიკა

პრაღაში გაიმართა ქვეყნის პრეზიდენტ მილოშ ზემანის წინააღმდეგ მიმართული აქცია. საზოგადოებრივი მოძრაობების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები ზემანს "კრემლის აგენტს" უწოდებდნენ, ჩეხეთის ღალატსა და რუსეთის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებდნენ და აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტად მისი დარჩენა ქვეყანას საფრთხეს უქმნის. პოლიციის ინფორმაციით, პრაღის ვაცლავის მოედანზე 29 აპრილს გამართულ აქციაში 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, ორგანიზატორთა თანახმად კი - 20 ათასი. ჩეხეთში მწვავე რეაქცია გამოიწვია პრეზიდენტ ზემანის განცხადებამ, რომ 2014 წელს, ვრბეტიცის იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქების საქმეში, რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობის გარდა არსებობს მეორე ვერსიაც, რომ აფეთქება შესაძლოა, გამოეწვია საბრძოლო მასალებთან არასათანადო მოპყრობას. ასევე ნახეთ ჩეხეთის პრეზიდენტი: 2014 წელს იარაღის დეპოს აფეთქებაზე ორი თეორია არსებობს რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი მილოშ ზემანის ეს განცხადება უარყო ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა. მისი ინფორმაციით, გამოძიება განიხილავს მხოლოდ ერთ ვერსიას - რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობას. 2014 წელს მომხდარ აფეთქებასთან რუსული სპეცსამსახურების კავშირის შესახებ ჩეხეთის მთავრობამ პირველად 17 აპრილს განაცხადა და ქვეყნიდან გააძევა 18 რუსი დიპლომატი. ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატები გააძევა ევროკავშირის კიდევ რამდენიმე ქვეყანამ. ასევე ნახეთ ჩეხეთ-რუსეთის ურთიერთობის სახიფათო დეტონაცია ...
წყარო

Elena

თბილისი
  • 18 საათის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 10 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 3 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 2 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 4 დღის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 9 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ