ნონა ქურდოვანიძე: ჯარიმების რაოდენობის გაზრდა სტატისტიკის შემცირებას არ გამოიწვევს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი ნონა ქურდოვანიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების კომენტირებისას ამბობს, რომ გაზრდილი სტატისტიკა არ ნიშნავს, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევების რაოდენობა დიდია. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიცია კანონმდებლობას არასწორად იყენებს, დაუსაბუთებლად წარადგენს ადამიანებს სასამართლოში და თავის მხრივ, პრობლემური კანონმდებლობის მიუხედავად, არც სასამართლოა მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაადგინოს მაღალი სტანდარტი და ამ ტიპის საქმეებზე შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა მოითხოვოს. ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევების რაოდენობა არ შემცირდება. „ხელისუფლების მიზანი ასე ჩანს, რომ შეკრების უფლების შეზღუდვისთვის მოხდა სანქციების გაზრდა, როგორც ჩანს. ესაა რაც აწუხებს ხოლმე ხელისუფლებას და რაც პრობლემებს უქმნის. მიზანი გასაგებია, მაგრამ ეს მიზანი ამ გზით მიიღწევა თუ არა ესეც საინტერესო კითხვაა. ჩვენ გვახსოვს 2018 წელს შეტანილი ცვლილებები ამავე მუხლებში. 2018 წლამდე სანქციები ჯარიმები იყო გაცილებით დაბალი. მათ შორის წვრილმან ხულიგნობაზე იყო 100 ლარი და მაშინ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიცირებით მოხდა კანონპროექტის წარდგენა პარლამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი საუბრობდა იმაზე, რომ ჯარიმის გაზრდა შეამცირებდა ამ ტიპის ქმედებების რაოდენობას და სტატისტიკას. სტატისტიკა დაიწევდა და ეს იყო არგუმენტაცია, რატომაც ფიქრობდნენ, რომ სანქციები უნდა გაზრდილიყო. მაგრამ ჩვენ დღეს ვხედავთ იგივეს, რომ პარლამენტი დღეს ინიცირებულ კანონპროექტში ასევე ასაბუთებს იმას, რომ ჯარიმების ზრდა შეამცირებს სტატისტიკას. როგორც ჩანს 2018 წელს განხორციელებულმა ზრდამ ეს სტატისტიკა არ შეამცირა და უფრო გაიზარდა შემთხვევები. ამიტომ ჯარიმების რაოდენობის გაზრდა სტატისტიკის შემცირებას არ გამოიწვევს. წარსულ ცვლილებებზე დაკვირვება ამას გვაჩვენებს“, - აღნიშნავს ნონა ქურდოვანიძე. მისი შეფასებით, სტატისტიკის შემცირება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებითაა შესაძლებელი: „პოლიციას ახლა ჰგონია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ჩათვლის თვითონ არაგონივრულად, რომ ეს არის წვრილმანი ხულიგნობა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, აქვს უფლება დააკავოს პირი. არც არავინ ავალდებულებს მტკიცებულებების მოგროვებას. როცა ვალდებულება ექნება, სტატისტიკა მაშინ შემცირდება“, - აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ „დილის საუბრებში“. три პარლამენტმა 29 აპრილს დაამტკიცა ცვლილებები ადმინისტრაცი...
წყარო

Mako

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 4 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Нора

თელავი
  • 8 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 10 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 5 დღის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ