ნაცვლიშვილი: ვისურვებდი, პრეზიდენტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" ცვლილებებზე ვეტო გამოიყენოს

„ლელო-საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ისურვებდა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე საქართველოს პრეზიდენტმა მისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება, ვეტოს უფლება გამოიყენოს. „რამდენიმე საათიც არ დასჭირდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ძალიან მკაფიო და ზუსტი განცხადება გაეკეთებინა მიღებულ, რეპრესიულ კანონთან დაკავშირებით - კანონპროექტია ფორმალურად ჯერ, მაგრამ მისი მიზანი არის პროტესტის აღკვეთა, მისი მიზანი არ არის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა“, - უთხრა ჟურნალისტებს ანა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებით ხელისუფლებამ სერიოზული თვითდაზიანება მიიყენა: „ხელისუფლებამ გუშინ ამ კანონპროექტის დაჩქარებულად, ფორსირებულად - მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი საკომიტეტო მოსმენის, კომენდანტის საათის დროს ჩატარების პირობებში, ძალიან სერიოზული თვითდაზიანება მიიყენა და ამის მტკიცებულება არის პირველი, მაგრამ ეს არ იქნება ერთადერთი შეერთებული შტატების მხრიდან ასეთი შეფასება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. თავის მხრივ, პრეზიდენტს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ. ასევე ნახეთ გიორგი ვაშაძე მოუწოდებს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს პარლამენტმა 29 აპრილს დაამტკიცა ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", რითაც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენი პირის მიერ ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე, ან 5-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას. მოქმედი კოდექსით, ეს მუხლი მხოლოდ ერთი ნაწილისგან შედგება და ითვალისწინებს 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას. ცვლილებები შეეხო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლსაც. ცვლილების მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000-დან 3000 ლარამდე თანხით, ან 7-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პა...
წყარო
  • 100%

Lana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 2 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ