სტიქიის შედეგად დაზარალებულებმა ყვარელი-ლაგოდეხის გზა გადაკეტეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულმა მოქალაქეებმა, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ და სოფელ კაბალში საპროტესტო აქციას მართავდნენ, მცირე ხნით გადაკეტეს ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზა. საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდნენ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ირაკლი შიოშვილი და ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი. შიოშვილმა დაზარალებულებს უთხრა, რომ მათ მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ზარალს ვერ აუნაზღაურებს, მუნიციპალიტეტის მერიას კი მხოლოდ ინფრასტრუქტურული ზიანის გამოსწორება შეუძლია. ირაკლი შიოშვილის განცხადებით, მოსახლეობა უნდა მიეჩვიოს მოსავლის დაზღვევას და ამ შემთხვევაში ზარალს სადაზღვევო კომპანიები აანაზღაურებენ. ხელისუფლებისგან ასეთმა პასუხმა აქციის მონაწილეები გააღიზიანა. დაზარალებულები ამბობენ, რომ ლაგოდეხის მერიას დახმარების მოთხოვნით წერილობით მიმართავენ და უარის შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ. ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, სპეციალური კომისია ზარალს აღწერს და შედეგებს ცენტრალურ მთავრობას მაინც გაუგზავნის. ასევე ნახეთ "დელტა" აცხადებს, რომ სეტყვის განეიტრალება შეზღუდული იყო დასახლებული პუნქტების გამო 29 აპრილს, საღამოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი დააზარალა. ზოგიერთ ადგილას თითქმის სრულადაა განადგურებული მარცვლეულის ყანები, ალუჩის, მარწყვის, საზამთროს და ნესვის ბაღები და ვენახები. სოფელ კაბალში ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავიც აქვს გადახდილი. ...
წყარო

Elisa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 7 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Luba

თბილისი
  • 13 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 13 დღის წინ

Oksana

თბილისი
  • 13 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ