გიორგი ვაშაძე მოუწოდებს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ვეტო დაადოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს. გიორგი ვაშაძემ მედიასთან განმარტა, რომ ცვლილებები ანტიდემოკრატიულია და თუ პრეზიდენტი მასზე რეაგირებას არ მოახდენს, ოპოზიცია ახალ საკანონმდებლო ინიციატივას დაარეგისტრირებს და ძველი რედაქციის დაბრუნებას მოითხოვს. „გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მზაკვრულად მიიღო ანტიდემოკრატიული კანონი. მას უნდა, რომ გააპაროს ასეთი ცვლილებები, სანამ ჩვენ სრულფასოვნად დავიწყებთ პარლამენტში მუშაობას. ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ამასთან დაკავშირებით ყველასთვის ცნობილია. პირველი, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება ამ კანონთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს არის ანტიდემოკრატიული კანონი, და მეორე, ჩვენ როგორც კი შევალთ პარლამენტში სრულფასოვნად, დაუყოვნებლივ შევიტანთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც მოვითხოვთ ამ ცვლილებების გაუქმებას. ანუ დაბრუნდეს ძველი რედაქცია, რაც იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. პრეზიდენტს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამაც. „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ პოსტში იაგო ხვიჩია წერს, რომ ცვლილებები ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას და პრეზიდენტს, როგორც მოლაპარაკების მონაწილესა და მასპინძელს, კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადების მორალური უფლებაც აქვს და ვალდებულებაც. პარლამენტმა 29 აპრილს დაამტკიცა ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", რითაც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენი პირის მიერ ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე, ან 5-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას. მოქმედი კოდექსით, ეს მუხლი მხოლოდ ერთი ნაწილისგან შედგება და ითვალისწინებს 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას. ცვლილებები შეეხო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლსაც. ცვლილების მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გა...
წყარო

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 11 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ