ჯანმო “სინოფარმისა” და “სინოვაკის” შეფასებას მომავალ კვირაში გაასაჯაროებს 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფი (SAGE) ჯერ კიდევ მსჯელობს ჩინურ ვაქცინებთან, “სინოფარმსა” და “სინოვაკთან” დაკავშირებით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა მარიანჯელა სიმაომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწემ. “შემდეგი კვირის დასაწყისში, ან შემდეგი კვირის ბოლოს სამი ვაქცინის შეფასება გასაჯაროვდება”, - აღნიშნა მარიანჯელა სიმაომ. საუბარია შემდეგ ვაქცინებზე - „სინოვაკზე“, „სინოფარმსა“ და „მოდერნაზე“. ექსპერტთა ჯგუფი განიხილავს “სინოფარმის” ეფექტიანობას მწარმოებლის მიერ წარდგენილი კლინიკური ტესტების მიხედვით, ვაქცინის მოქმედებას უფროს ასაკობრივ ჯგუფებზე და ვაქცინის უსაფრთხოების მონაცემებს ტესტირების სამივე ფაზაში. ჯანმო ამ რეკომენდაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტს, მისცემს თუ არა საბოლოო ავტორიზაციას ორივე ვაქცინას. სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფის თანახმად, 50 %-ზე მეტი ეფექტიანობა საკმარისია იმისთვის, რომ ვაქცინამ რეკომენდაცია მიიღოს. 70 % და მეტი, შესაბამისად, ვაქცინისთვის ითვლება კარგ მაჩვენებლად, წინასწარი ინფორმაციით, „სინოფარმი“ ამ მონაცემებს აკმაყოფილებს. „სინოფარმის“ 30 დეკემბრის ოფიციალური განცხადებით, ვაქცინის გამოცდის სამმა ფაზამ აჩვენა, რომ ის 79 %-ით ეფექტიანია. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, სადაც იანვრის დასაწყისში დაამტკიცეს „სინოფარმის“ ვაქცინა, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვაქცინამ 86 %-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ასევე ნახეთ სანამ აიცრებით - რა ვიცით სინოფარმზე  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ნიშნავს, რომ ვაქცინა დამტკიცებულია საგანგებო გამოყენებისთვის (Emergnecy use listing). ამ გადაწყვეტილებამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა გუნდი სიღრმისეულად განიხილავს ვაქცინის მეორე და მესამე ფაზის ტესტირების შედეგებს. ავტორიზაცია მნიშნველოვნად აჩქარებს ვაქცინის იმპორტის პროცესს. საქართველოში “სინოფარმით” აცრაზე რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყო. ეს ერთადერთი ვაქცინაა, რომელიც 18-დან 55 წლამდე მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია. „სინოფარმის“ წარმოებული ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოში 3 აპრილს შემოვიდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თანახმად, „სინოფარმის“ დამატებით ნახევარ მილიონ დოზას ქვეყანა ივნის-ივლისში მიიღებს. ამ ვაქცინას უკვე იყენებენ ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. „სინოფარმს“ „მკაცრი მარეგულირებლის” ავტორიზაცია უნგრეთმა მიანიჭა და ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მისი გამოყენება დაიწყო. ევროპაში ამ ვაქცინას სერბეთი და ჩრდილოეთი მაკედონიაც იყენებემ. „სინოფარმით“ ამჟამად ჯამში 45 ქვეყანაში იცრებიან. “სინოვაკის” 100...
წყარო

Alena

თბილისი
  • 4 დღის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

наталья

თბილისი
  • 9 დღის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ