ორდღიანი დაპირისპირების შემდეგ ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სასაზღვრო რაიონში სროლები შეწყდა

28-29 აპრილის შეტაკებების შემდეგ, რასაც 31 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა უზბეკეთისა და ტაჯიკეთის სადავო სასაზღვო მონაკვეთზე ყირგიზეთის ლეილექსის რაიონში, 30 აპრილს შეწყდა სროლები და სიმშვიდემ დაისადგურა. 28 აპრილს შეტაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც ყირგიზეთის სამხრეთ-დასავლეთის ბათქენის რეგიონში საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებლებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს. მეორე დღეს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად ყირგიზეთის სპეცდანიშნულების რაზმის სამი მეომარი დაიღუპა. ვითარება სწრაფად გამძაფრდა, რამაც გამოიწვია ის, რომ ლეილექის რაიონში, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. 29 აპრილს, საღამოს, ორივე ქვეყნის საგარეო სამინისტროებმა განაცხადეს, რომ ისინი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომ გამოიყვანდნენ ჯარებს და კონფლიქტს დიპლომატიური გზით მოაგვარებდნენ. ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტრიდან რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ ორდღიანი შეტაკებების შედეგად დაშავდა ყირგიზეთის 154 მოქალაქე, მათგან 23 სამხედრო პირია. საფრთხის თავიდან ასაცილებლად ტაჯიკეთის მოსაზღვრე უზბეკური დასახლებებიდან საჭირო გახდა დაახლოებით 20 000 ადამიანის ევაკუაცია. თავის მხრივ, ტაჯიკეთის ხელისუფლებამ რადიო თავისუფლების კორესპონდენტებს უთხრა, რომ შეტაკებების შედეგად დაიღუპა ტაჯიკეთის 14 მოქალაქე, მათ შორის არის 4 სამხედრო პირი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს აჭარბებს. ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახურმა უარყო ყირგიზეთის განცხადება და თავის მხრივ განაცხადა, რომ პირველად სროლა ყირგიზელმა სამხედრო მოსამსახურეებმა დაიწყეს, როცა ცეცხლი გაუხსნეს ტაჯიკეთის სასაზღვრო დანაყოფებს წყლის გამანაწილებელი ცენტრის, "გოლოვნოის" მახლობლად. ტერიტორიას, სადაც აღნიშნული ცენტრია განთავსებული, ტაჯიკეთის ხელისუფლება თავისად მიიჩნევს. სიტუაციის განმუხტვის მიზნით 30 აპრილს სატელეფონო საუბარი გაიმართა ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონსა და ყირგიზეთის ლიდერს, სადირ ჯაფაროვს შორის. ...
წყარო

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Diko

თბილისი
  • 3 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 11 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 4 დღის წინ